თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2016, 20:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 17129,
კომენტარები: 10
"შედეგის წყურვილი". "ჩელსისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა
"სტემფორდ ბრიჯზე" დაკარგული ორი ქულის ტაქტიკური ანალიზი.
ლუი ვან გაალმა არ შეცვალა სასტარტო შემადგენლობა, რომელიც "სტოკ სიტისთან" მატჩში გამოიყვანა. სქემა და ურთიერთქმედება მსგავს ხასიათს ატარებდა.

center

საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ ჯესი ლინგარდი ხშირად იწევდა ცენტრალურ ზონაში, სადაც ფელაინისთან ერთად ურთიერთმოქმედებდა, ისინი ხშირად იცვლიდნენ პოზიციას - მარუანი მარჯვენა ფლანგზე გადადიოდა.

შეცდომები

"ჩელსი", როგორც ეს ხშირად ხდება "იუნაიტედთან" დაპირისპირებისას, პირველ რიგში თავისი კარის დაცვაზე ფიქრობდა. ისეთი, მეტ-ნაკლები გააზრებული გადასვლა "იუნაიტედის" მოედნის ნახევარზე 25-ე წუთზე ვიხილეთ. თუმცა პირველ ტაიმში "ლურჯებმა" შესანიშნავი ხუთწუთიანი მონაკვეთი აჩვენეს, როცა ინიციატივა იგდეს ხელთ და რამდენიმე სახიფათო (არცთუ ისეთი) მომენტი შექმნეს.

32-ე წუთი. კოშტას დარტყმა

"მოახვედრე კუთხეში, უეჭველი გოლი იქნებოდა" © კომენტატორი

centercenter

მომენტს რამდენიმეჯერ რომ შევხედე შემიძლია ვთქვა, რომ "მოახვედრე კუთხეში, კოშტა და დე ხეა აუცილებლად აიღებდა მას".

კოშტას საჯარიმოში მოქმედებისთვის წამები ჰქონდა, რის შემდეგაც მას მცველები აეფარებოდნენ, ამიტომ დარტყმა ძალზედ სუსტი გამოუვიდა, დე ხეა კი იდგა და აკონტროლებდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ კუთხიდან მოძრაობდა, რომელშიც ბურთი წავიდა.

ამ ეპიზოდს შეცდომას ვერ უწოდებ: კოშტა ორმა დაკეტა. უწოდო მას საგოლე, ასევე რთულია. ძალიან ბევრი რამ უნდა დამთხვეოდა, რომ კოშტას გაეტანა.

33-ე წუთი. ოსკარის დარტყმა

წუთის დაგვიანებით, შეყოყმანებულმა სმოლინგმა ოსკარს ბურთის მიღება და კარისკენ დარტყმა აცალა. გასროლა ასცდა.

centercenter

კვლავ, ეს დარტყმა მხოლოდ მაშინ იქნებოდა სახიფათო, კარში ამ განხილვის ავტორი რომ მდგარიყო, მაგრამ არა დე ხეასთვის. დავიდი ასეთ ბურთებს რამდენიმე წელიწადში ერთხელ უშვებს და იმასაც მოვლენათა შესაბამისი განვითარების შედეგად. უფრო მეტად სახიფათო იქნებოდა შორეულ ძელთან პასი ივანოვიჩის მისამართით, მაგრამ ასეთი გადაცემის გაკეთება უმაღლესი დონის ოსტატსაც კი გაუჭირდებოდა.

35-ე წუთი. ვილიანის დაბალი ჩაწოდება

ამ ხუთწუთიანი მონაკვეთის ყველაზე სახიფათო მომენტი ვილიანის დაბალი ჩაწოდება გახდა. ოსკარისთვის მიწოდებული ბურთის მხოლოდ მცირე უზუსტობამ შეუნარჩუნა "იუნაიტედს" კარი "მშრალად".

centercenter

ბორტუიკ-ჯექსონი და დარმიანი თავიანთ ვალდებულებებს ნამდვილად ვერ გაუმკლავდნენ.

სამივე ეპიზოდი:



46-ე წუთი. ტერის დარტყმა

პირველ ტაიმზე დამატებულ წუთზე შესაძლებელი იყო "იუნაიტედის" კართან პენალტი დანიშნულიყო ტერის დარტყმის შემდეგ ბლინდის ხელით თამაშის გამო.

centercenter

"ჩელსის" გაუმართლა, რომ ვილიანის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული დაბალი ბურთი კამერონს გასცდა და ტერის მიუვიდა. "იუნაიტედს" კი გაუმართლა, რომ მსაჯი შეხვედრის მთავარ მოქმედ ფიგურად არ იქცა.

***


მეორე ნახევარიც "იუნაიტედის" მცირედი უპირატესობით დაიწყო. 46-დან 53-ე წუთამდე მომენტები ჰქონდათ: რუნის, რომელმაც ჯერ თავით დაარტყა, მოგვიანებით კი კურტუა საჯარიმოს გარედან გამოსცადა; ენტონი მარსიალს, რომელსაც სიზუსტე არ ეყო; ჯესი ლინგარდს, რომლის დარტყმაც ლამაზი ნახტომით აიღო "ჩელსის" მეკარემ.

მასპინძლებმა შეტევაში რაღაცის ჩვენება მხოლოდ გაშვებული გოლის შემდეგ მოახერხეს.

68-ე წუთი. ივანოვიჩის დარტყმა

მომენტი, რომელიც არ უნდა შემდგარიყო, რადგანაც მსაჯმა აშკარა შეცდომა დაუშვა, როცა დარმიანისა და ასპილიკუეტას შეჯახების შემდეგ არ ჩასტვინა. თუმცა შეხვედრა არ შეჩერდა და ივანოვიჩმა მფრინავ ბურთს დაარტყა.



აქ ხიფათს წარმოადგენდა დარტყმის ძალა, სავსებით შესაძლებელია, რომ სხვა მეკარეს რეაგირებაც კი ვერ მოესწრო და თავს ზევით ხელი ვერ აეწია.

72- წუთი. ფაბრეგასის დარტყმა

ოდნავ მოგვიანებით მსგავსი ეპიზოდი შედგა საპირისპირო ფლანგზე. ამჯერად მახვილი კუთხიდან ფაბრეგასმა დაარტყა. ეს დეილი ბლინდმა დაკარგა თავისი ფეხბურთელი, რომელსაც საჯარიმოში ბურთი მიაღებინა, მობრუნება და დარტყმა აცალა.



89-ე წუთი. კოშტას დარტყმა


კიდევ ერთი ნამდვილად სახიფატო მომენტი.

მატჩის ბოლო წუთებზე დიეგო კოშტამ, რომელსაც მთელი თამაშის განმავლობაში წარმატებით აჩერებდნენ ბლინდი და სმოლინგი, რამდენიმეჯერ მოატყუა თავისი მოწინააღმდეგეები.

დეილი ბლინდმა საჰაერო ორთაბრძოლა წააგო და კოშტას კარისკენ დარტყმის საშუალება მისცა. გაგვიმართლა, რომ ასცდა.



91-ე წუთი. კოშტას გოლი

აღსანიშნავია, რომ "ჩელსიმ" ბურთის სულელური დაკარგვის შემდეგ გაიტანა, რაც მემფისს მოუვიდა.

გაუგებარია, რატომ უნდა გამოგესახა ველოსიპედი და ასპილიკუეტას გავლით გაგეკეთებინა პასი ნაცვლად იმისა, რომ მისთვის თავის არიდების შედეგად ჩამორბენილი პარტნიორისთვის მიგეწოდებინა პასი.

centercenter

მცველმა ბურთს მოარტყა ფეხი და დაიწყო "ლურჯების" საგოლე შეტევა.

მატჩის მიმდინარეობის ყურებისას გაშვებული გოლის ეპიზოდი ნათელი იყო. ბლინდი წაიქცა, ბორტუიკ-ჯექსონმა თამაშგარის ხაზი ვერ დაიჭირა - თითქოს ყველაფერი გასაგებია. თუმცა განმეორებით ჩვენებაზე ჩანს, რომ ეპიზოდი გაცილებით რთულადაა და რამდენიმე ეტაპისგან შედგება.

ყურადღება მიაქციეთ გამოყოფილ ზონას. ორივე გუნდის ფეხბურთელების თანაფარდობა 4:4.

centercenter

სამ წამში სიტუაცია კარდინალურად იცვლება. სმოლინგი, შნეიდერლინი და დარმიანი ფლანგისკენ იწევენ ვილიანთან ერთად, დეილი ბლინდს კი ორი ფეხბურთელის წინაშე ტოვებენ. რომელიმე ერთი უნდა დარჩენილიყო დეილის დასახმარებლად.

centercenter

ვილიანს ეპიზოდით ადრე შნეიდერლინი ეთამაშებოდა, მაგრამ სქრინშოტზე ჩანს, რომ მორგანს წართმევა უფრო აღელვებს, ვიდრე შევიწროება. ამ ორ ფეხბურთელს შორის რომელი უფროა დამნაშავე, რთული სათქმელია, მაგრამ, ნათელია, სწორედ ამ შეცდომის გამო შედგა მოწინააღმდეგის რიცხობრივი უპირატესობა ცენტრში.

შემდეგში ტერი და კოშტა ოსტატურად აცრუებენ ბლინდს. ტერი აჩქარებას აკეთებს, აჩვენებს, რომ ფაბრეგასისგან პასის მისაღებად მზად არის, მას კი დეილი მიჰყვება და კოშტას მარტო ტოვებს, მაგრამ პასი თავდამსხმელზე კეთდება. ის, რომ ბლინდი წაიქცა, არავითარ როლს არ თამაშობდა, პასი მაინც სხვა ფეხბურთელზე გაკეთდა. ამასთან ერთად, თუ ბლინდი კოშტასთან დარჩებოდა, პასი ალბათ ჯონ ტერის მიუვიდოდა. მოწინააღმდეგემ ასე უბრალოდ გაათამაშა ორი-ერთზე უპირატესობა.

და ეპიზოდის ბოლო მოქმედი გმირი - ეს კამერონ ბორტუიკ-ჯექსონია (BoJack). ბიჭი ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა ბლინდის თამაშგარის ხაზს და თან ივანოვიჩს უყურებდა. ტერისა და ბლინდის აჩქარების დროს მან მარცხნივ გაიხედა მარსიალისკენ და უბრალოდ გამოეპარა პასის მომენტი.

centercenter

არა მგონია, მისი დადანაშაულება ღირდეს, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მთავარი შეცდომა კი ადრე დაუშვეს, როცა რიცხობრივი უპირატესობა შეუმქნეს.

ამასთან ერთად, კამერონი თავდადებით ეცადა კოშტას ფეხებიდან ბურთის გამოგლეჯას და უნდა ითქვას, რომ "ჩელსის" ძლიერ გაუმართლა, რადგან ბურთი კუთხურზე არ გადავიდა და თავდამსხმელს ფეხებში შერჩა.

ეპიზოდი სრულად:



***


უნდა აღინიშნოს, რომ "სტოკ სიტის" განადგურებაში დიდი წვლილი მიუძღვის თავად მოწინააღმდეგეს. "ჩელსისთან" იგივე სათამაშო სურათი ვიხილეთ, რაც წინა ტურში, მაგრამ "იუნაიტედს" სწრაფი გოლის გატანა არ გამოუვიდა, თუმცა ამის ყველანაირი ნიშანი იყო, მათ შორის ტყუპისცალი-დარტყმა ენტონი მარსიალისგან, რომელიც კურტუამ მოიგერია.

აქ უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილისა, "ჩელსი" - ეს არის გუნდი, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, გუნდი, რომელიც ჰიდინკის მოსვლის შემდეგ არ მარცხდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოწინააღმდეგე ძალზედ უსიამოვნოა "იუნაიტედისთვის", "წითელმა ეშმაკებმა" უმაღლესი დონის შეხვედრა ჩაატარეს და იყო მონაკვეთი, როცა "ლურჯებს" საჯარიმოდან ამოსვლის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ.

აღვნიშნოთ "ჩელსის" დაცვა, რომელმაც პირველი შემტევი ტალღის (25 წუთი) თითქმის ყოველი ბურთი მოხსნა ჰაერში, მათ შორის 9 ჩაწოდება მოედნის კუთხიდან. მიუხედავად დავიდის სეივებისა, კურტუას წინაშე ლინგარდისა და მარსიალის დარტყმების სახით უფრო რთული დავალება იდგა.

რაც შეეხება ფინალურ პრესინგსა და გუნდისა და მწვრთნელის სიმხდალეს, მხოლოდ გასული ტურის მატჩის მაგალითს მოგიყვანთ "სანდერლენდისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირებიდან.

ბოლო 15 წუთის სტატისტიკა სტუმრებისთვის საშინელი გამოდგა. ამ დროის განმავლობაში "სანდერლენდი" გარდამტეხ უპირატესობას ფლობდა და "სიტი" სასწაულით გადაურჩა ქულების დაკარგვას.

center

ეს ფეხბურთისთვის ტიპიური სიტუაციაა. შეუძლებელია ესტუმრო პრემიერ ლიგის ჩემპიონს, რომელსაც გუნდში ჰყავს ფაბრეგასი, აზარი, კოშტა და იმედი იქონიო, რომ 1-0 ანგარიშზე მშვიდად ყოფნის საშუალებას მოგცემენ და არ შემოგიტევენ. თან ვერ ვიტყვით, რომ "ჩელსიმ" მთელი რიგი მომენტები შექმნა, გოლში კი იღბალიც ურევია.

ემოციებს თუ დავივიწყებთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "იუნაიტედი" იმ საღამოს უკეთესი გუნდი იყო და ნანატრ გამარჯვებას იმსახურებდა, მაგრამ ორი ქულის დაკარგვით გამოწვეულმა იმედგაცრუებამ მთელი დადებითი მომენტები გადაფარა, ახლა ხომ სწორედ შედეგია მნიშვნელოვანი, ხოლო ისინი, ვინც ადრე ჩატარებულ გამოკითხვაში სანახაობრივ თამაშს უფრო მიანიჭა უპირატესობა, ახლა გუნდის წინააღმდეგ განეწყვნენ, არადა, გუნდმა თამაში აჩვენა. გასვლაზე. "სტემფორდ ბრიჯზე". პრემიერ ლიგის ჩემპიონის წინააღმდეგ.

მსაჯი

მაიკლ ოლივერის მიმართ ადრეც გამოვხატე ჩემი "სიმპატია" და მას პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდ მსაჯად მივიჩნევ. თან სულერთია, რომელ მატჩზე მუშაობს. ნებისმიერს შეიძლება ჩაუქროლოს. ერთ-ერთი იმ მსაჯთაგანია, რომელთაც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ.

რამდენადაც მართალია ის, რომ დეილი ბლინდის ხელით თამაშის ეპიზოდში მან "იუნაიტედს" აპატია, ისევე სამართლიანია, რომ ოლივერი ცუდი მსაჯია:



შეჯამება

ტრავმის შემდეგ დაბრუნებული მაიკლ კერიკის დაბრუნების შემდეგ "იუნაიტედი" შესანიშნავ თამაშს აჩვენებს. თუკი "სტოკ სიტისთან" გამარჯვებაზე დიდი გავლენა იქონია სწრაფმა გოლმა, "ჩელსისთან" მატჩში განაჩენი არ იყო. როგორც ლუი იტყოდა: "ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით". მაგრამ დაკარგული ქულებით გამოწვეული იმედგაცრუება რაციონალური ხედვის უნარს გვიკარგავს. "იუნაიტედს" ქულები და გამარჯვებები სჭირდება, გულშემატკივარი ახლა სიხარულით გაცვლიდა სანახაობრივ თამაშს და მომენტებს საჭირო ქულებზე, რადგანაც დრო სულ უფრო მცირდება, მეოთხესთან ჩამორჩენა კი იზრდება.

ჩვენ ჩემპიონთა ლიგა და გამარჯვება გვჭირდება! ლამაზი თამაში კი - ეს მხოლოდ ლირიკაა, თასებსა და მედლებზე შესანიშნავი დანამატი. მე პირადად ამას აშკარად ვაღიარებ. გმადლობთ ლამაზი თამაშისთვის, მაგრამ მე შედეგი მჭირდება, ლუი!

თქვენ სხვა აზრის ხართ? თქვენი აშკარად მშურს.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
10 თებერვალი 2016 20:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კერიკის დაბრუნება მართლა დაეტყო გუნდს, იმედია შვაინაც მალე დაგვიბრუნდება და დირკა ცენტრი აღარ გვეყოლება ფელაინის გამო.

გოლის მომენტი ბლინდს დაბრალდა, რატომ ვერ გავიგე მაგრამ ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე მგონი. ჯექსონს გამოცდილება არ ეყო, ჯობდა ბურთზეც არ წასულიყო და იქნებ დე ხეას ექნა რამე

ყველაზე მეტად მარცხენა ფლანგის გარღვევა იყო პრობლემა, რამდენჯერმე ისე შევიდნენ საჯარიმოში თითქოს პატარა ბავშვებს ეთამაშებოდნენ

მსაჯი ცალკე საკითხია. ერთხელ ვერ დასრულდა ჩელსისთან თამაში ისე რომ მსაჯს რამე არ მიექარა და ყველას სალაპრაკო არ მისცემოდა
0
№2
ავტორი: JuanMata
10 თებერვალი 2016 21:36
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
General

ბლინდს სად აბრალებს კაცო, სმოლინგს და შნეიდერლინს აბრალებს, რომ ბლინდი ორ კაცთან დატოვეს და იქ უბრალოდ ვერაფერს იზამდა ბლინდი, მაქსიმუმი რაც შეიძლებოდა კი გააკეთა, ტერის გამოყვა და კოშტას თამაშგარეში ტოვებდა.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
10 თებერვალი 2016 21:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: JuanMata
General

ბლინდს სად აბრალებს კაცო, სმოლინგს და შნეიდერლინს აბრალებს, რომ ბლინდი ორ კაცთან დატოვეს და იქ უბრალოდ ვერაფერს იზამდა ბლინდი, მაქსიმუმი რაც შეიძლებოდა კი გააკეთა, ტერის გამოყვა და კოშტას თამაშგარეში ტოვებდა.


ავტორი არა, ჩვენს ჯგუფში ბლინდს დააბრალეს და მაგაზე დავწერე. თუ ხარ იქ გეცოდინება
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 თებერვალი 2016 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რავიცი რა დავამატო, ერთს ვიტყვი, რომ ამ ფრეს მსაჯს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ოლივერი არის ძალიან ცუდი მსაჯი და ეს ამ მატჩშიც დადასტურდა. ყველა თამაშში სადაც მას უმსაჯია მე პირადად არ მახსოვს, რომ რომელიმე მხარე კმაყოფილი ყოფილიყოს.
0
№5
ავტორი: AkkRed
11 თებერვალი 2016 10:09
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ერთი კითხვა მაქვს კერიკს და შნეიდერლენდს რატომ არ აყენებს ერთად?? პირიქით რომ ყოფილიყო და შნეიდერლენი გაეყვანა და ბუჩქი შემოეყვანა გოლს არ გავუშებდით
0
№6
ავტორი: RioManIa
11 თებერვალი 2016 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
რა გითხრათ აბა? ოლივერზე თქმა რომ ყველაზე ცუდი მსაჯია გადამეტებულად მიმაჩნია. ყველაზე ახალგაზრდა რომაა ეს ფაქტია! შეიძლება რაღაცეები გამოუცდელობით მოდის, შეიძლება უყვარს კიდეც ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ რომელიმე გუნდი რომ აშკარად დაეჩაგროს არ მახსენდება!

მარკ კლატენბურგზე რას იტყვით? შარშანდელი ლესტერი-მანჩესტერი 5-3-იც კმარა ყველაფრის გასააზრებლად, სხვა თამაშებს რომ შევეშვათ.

კარგი განხილვაა, ზუსტადაა ყველაფერი აღწერილი, წინა კომენტარშიც დავწერე რომ ბორტვიკას გამოუცდელობა უხსნის მას ყოველგვარ პასუხისმგებლობას გაშვებულ გოლზე. გასაგებია რომ ბლინდი ტერის ამოყვა, მაგრამ არ უნდა ამოყოლოდა, სმოლინგი გვერდზე არ უნდა გაქცეულიყო, მოკლედ დაცვის ცენტრი ჩავარდა და ამის 19 წლის ღლაპზე გადაბრალება ვფიქრობ მკრეხელობაა.

თამაში კი მართლა კარგი იყო, დაბრუნდა ვითომ მანჩესტერი? ღმერთმა ქნას, წინ სამი ტურნირია და სამივეში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, ოღონდ საჭირო და აუცილებელიცაა რ ო ტ ა ც ი ა. გესმის ლუი??? ვიცით რომ მაურინიოს აჩრდილი თავზე გადგას უკვე, მაგრამ შენ მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი ხარ. ამაზე დიდი პრივილეგია არ არსებობს დღევანდელ ფეხბურთში ლუი, დამიჯერე ასეა.
0
№7
ავტორი: RojoDiablo
11 თებერვალი 2016 11:07
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეპიზოდები დინამიკაშიც მშვენივრად ჩანდა, ამიტომ რთული საქმე არ ჰქონია ამჯერად კორენევს, მაგრამ საჭირო სიტყვებით მაინც გაართვა თავი. იგივეების ლაპარაკს აზრი არ აქვს, ახლა გოლის გაშვებაში დამნაშავის ძებნასაც არ აქვს აზრი, მომდევნო თამაშზე ვიფიქროთ, უკეთესია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Count Alucard
11 თებერვალი 2016 12:51
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მკვლელი ინსტინტი აკლია გუნდს... როდესაც მოწინააღმდეგეს ამარცხებ ბოლომდე უნდა მიიყვანო საქმე და 30 წამიც, რომ იყოს დარჩენილი არ უნდა მოდუნე... 90 წუთს, რომ გადასცდა უკვე მომთავრებულად მიიჩნიეს საქმე და მოდუნდნენ... შედეგი კი სახეზეა...
0
№9
ავტორი: Mufc7
12 თებერვალი 2016 15:14
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჩვენ ჩემპიონთა ლიგა და გამარჯვება გვჭირდება! ლამაზი თამაში კი - ეს მხოლოდ ლირიკაა, თასებსა და მედლებზე შესანიშნავი დანამატი. მე პირადად ამას აშკარად ვაღიარებ. გმადლობთ ლამაზი თამაშისთვის, მაგრამ მე შედეგი მჭირდება, ლუი!


ახლა ლამაზად თამაშს აღარც დავეძებთ, მგონი. ერთი იმდენი, რომ თამაშები არ წააგონ ხოლმე, თორემ ზედიზედ ორჯერ ლამაზი თამაშით მოგება, აღარც მახსოვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: BAD_MONKEY
22 მარტი 2016 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
კოშტას რომ არ შეეგდო... recourse
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top