ევროპის ლიგაზე ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს შეუძლია შანსი მიიღოს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელი დონალდ ლავი და ჯოელ პერეირა მორიგი მოთამაშეები არიან, რომლებიც პირველ გუნდში ადგილს მიიღებენ.
19 წლის პორტუგალიელმა მეკარემ მიმდინარე სეზონში ორი თვე გაატარა "როჩდეილში" იჯარის წესით, "მანჩესტერ იუნაიტედში" კი 40-ნომრიანი მაისური მიიღო.
21 წლის მცველი ლავი კი, რომელმაც ასევე მიმნდინარე სეზონში რვა მატჩი ჩაატარა პირველი ლიგის გუნდ "უიგანში" იჯარის წესით ასპარეზობისას, 37-ნომრიან მაისურს მიიღებს.
ორივე მათგანი "იუნაიტედის" ევროპის ლიგის განაცხადში მოხვდნენ, როგორც B გუნდის სიის წევრები.
კამერონ ბორტუიკ ჯექსონი, აქსელ ტუანზებე, შონ გოსი, ანდრეას პერეირა და ასევე პედი მაკნეირიც მიიღებენ ევროარენაზე ასპრეზობის უფლებას. რაც შეეხება ადნან იანუზაის, იგი თამაშს მიმდინარე სეზონში ვერ მოახერხებს, რადგან ამავე ტურნიზე დორტმუნდის "ბორუსიას" მაისურით ითამაშა.
პირველ შეხვედრას "წითელი ეშმაკები" "მიდტიულანდის" წინააღმდეგ მომდევნო კვირაში გამართავენ.
"იუნაიტედის" ევროპის ლიგის სრული განაცხადი:მეკარეები: დე ხეა, რომერო, ჯონსტონი, პერეირა
მცველები: ჯონსი, როხო, სმოლინგი, შოუ, ვარელა, დარმიანი, პული, მაკნეირი, ლავი, ტუანზებე, ბორტუიკ-ჯექსონი
ნახევარმცველები: მატა, კერიკი, ბლინდი, იანგი, ერერა, ვალენსია, ფელაინი, შნეიდერლინი, შვაინშტაიგერი, ლინგარდი, გოსი, პერეირა.
თავდამსხმელები: რუნი, მარსიალი, მემფისი, კინი
წყარო:
M.E.N.