გამარჯვების გოლის აღნიშვნის დროს, რომელიც რობინ ვან პერსიმ გაიტანა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, რიო ფერდინანდს, ნასროლი მონეტა მოხვდა და საბედნიეროდ ის მარცხენა თვალის ცოტა ზევით მოხვდა. მიუხედავად ფერდინანდის თავშეკავებულობისა, მანჩესტერის პოლიციამ მაინც გადაწყვიტა ამ საქმის გამოძიება. მანჩესტერის პოლიციის პრეს–სეკრეტარმა განაცხადა: "ფერდინანდს ამ საქმესთან დაკავშირებით საჩივარი არ შემოუტანია. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და ვეძებთ დამნაშავეს კამერებით, რომლებიც სტადიონზეა განთავსებული." – იუწყება skysports.com.
FourFourTwo–თან ინტერვიუში რიომ განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მას ჯეიმს ბონდის როლის თამაში სურს: "ვფიქრობ, რომ მატჩი ჩემთვის ემოციური გამოდგა. ვფიქრობ, რომ ჩემი ბონდი ემთხვევა სერიალ "ლუთერის" მთავარ გმირს. ეს იქნებოდა ძალზედ საინტერესო, მაგრამ თავს მაინ ვერ ვიგრძნობდი კომფორტულად ამ სერიალში."