"მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველი ანტონიო ვალენსია მანჩესტერში მოსწავლე ეკუადორელ ბავშვებს შეხვდა.
ეკუადორელმა ფეხბურთელმა 25 ოქტომბერს "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებისას მიიღო ტრავმა და მისი დაზიანება იმდენად სერიოზული გამოდგა, რომ ოპერაციის გაკეთებაც კი გახდა საჭირო.
როგორც მოსალოდნელი იყო, ვალენსია ხუთ თვეს ვერ მოახერხებდა თამაშს, მომდევნო თვეში კი მოედანს უნდა დაუბრუნდეს.
ვიდეოზე ჩანს, რომ ვალენსიას ფეხის ტრავმა აღარ აწუხებს, ხოლო თუ როდის იქნება მზად სათამაშოდ, ლუი ვან გაალი თავის პრესკონფერენციაზე განაცხადებს.