"ალ აჰლის" მთავარმა მწვრთნელმა, კოსმინ ოლარიუმ განაცხადა, რომ ნიკოლას გაიტანის შეძენას მისი გუნდი ცდილობდა და "ბენფიკას" უფრო სარფიანი წინადადება შესთავაზა, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედმა".
არგენტინელ ნახევარმცველს დიდი ხანია უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედს", თუმცა "წითელი ეშმაკები" ერთადერთი გუნდი არ არის, რომელიც მისით ინტერესდებოდა.
არაბეთის გაერთიანებული ემირატების კლუბმა "ბენფიკას" სარფიანი წინადადებით მიმართა და კლუბთან შეთანხმებასაც მიაღწია, მაგრამ ფეხბურთელს აზიაში გადასვლა არ სურდა, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედის" წინადადების მიღება "ბენფიკამ" არ ისურვა.
ოლარიუ: "27 მლნ. ფუნტის რაოდენობის შეთავაზება გავაკეთეთ, რაზეც "ბენფიკამ" განაცხადა, რომ უფრო მეტია, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ შეთავაზებული 23.2 მლნ. ფუნტი. "ბენფიკასთან" შეთანხმებას მივაღწიეთ, მაგრამ ფეხბურთელმა გადაჭრით გამოგვიცახადა უარი".