პრესა იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ალექს ოქსლეიდ ჩემბერლეინისა და "არსენალის" კონტრაქტს ადევნებს თვალს.
22 წლის ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს, Football Insider-ი კი იტყობინება, რომ სიტუაციას "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" აკვირდებიან.
როგორც ცნობილია, კლუბებმა უკვე მიმართეს "მეთოფეებს" იმის გასარკვევად, ხელმისაწვდომი იქნება თუ არა ფეხბურთელი.
ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში პირველი გუნდის რიგებში თავის დამკვიდრებას ვერ ახერხებს, მაგრამ 2011 წელს "საუთჰემპტონიდან" "ემირეიტსზე" გადასვლის შემდეგ შესანიშნავი სტატისტიკური მაჩვენებელი აქვს.