მაიკლ კერიკი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ კიდევ აქვს მიზნები მისაღწევი და "ჩელსისთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ დაკარგულად არაფერს თვლის.
ლუი ვან გაალის შეგირდებმა "სტემფორდ ბრიჯზე" გამართული შეხვედრის მიწურულს გაუშვეს გოლი და ლონდონში მხოლოდ ერთი ქულა აიღეს.
"იუნაიტედს" უკეთესი ბურთის ფლობა ჰქონდა - 51 პროცენტი 49-ს წინააღმდეგ - და კარში 7-ჯერ დაარტყა. კერიკი ამაყობს გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით და ფიქრობს, რომ ევროპის ლიგისა და ინგლისის თასის მატჩების წინ გუნდმა თავდაჯერებულობა შეიძინა.
"ვფიქრობ, ლიგაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენთვის დიდი დღე იყო. რომ მოგვეგო, ახლა კარგ მდგომარეობაში ვიქნებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა და ყველაფერი უფრო გართულდა.
რთული ასატანია ორი ქულის დაკარგვა ასე გვიან. ვიცი, ბოლო 10 თუ 15 წუთის განმავლობაში ზეწოლის ქვეშ ვიყავით, მაგრამ გოლის ასე გაშვება სამწუხაროა და ასეთია საერთო ემოციაც.
ვფიქრობდი, რომ კარგად ვთამაშობდით და კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. წინ წასვლისას სახიფათოები ვიყავით და მატჩის უმეტეს ნაწილში თავს ვიცავდით. მატჩის მიწურულს უბრალოდ ვერ გავაკეთეთ სწორ დროს სწორი საქმე და დავისაჯეთ.
ბოლომდე უნდა ვიბრძოდეთ, სვლა განვაგრძოთ და ისე ვითამაშოთ, როგორც ბოლო რამდენიმე კვირაში და ამას თავისი შედეგები მოჰყვება.
ამ თვეში უამრავი მატჩი გვაქვს და რა თქმა უნდა, უამრავი ქულაა გასათამაშებელი ჩემპიონატში. ჯერ არაფერი დაგვითმია".