ენტონი მარსიალი არის სახელი და გვარი, რომელსაც მიმდინარე სეზონში ყველა დაუსრულებლად იმეორებს, მაგრამ ვინ არის ფრანგი ფეხბურთელი და რა ხდის მას ასეთ განსაკუთრებულს?
ეს იყო უმთავრესი შეკითხვა, რომელსაც ალბათ, ყველანი ვუსვამდით საკუთარ თავს, როცა 20 წლის ფეხბურთელი "მონაკოდან" შეიძინა "იუნაიტედმა".
"წითელი ეშმაკების" გულშემატკივრები "ახალ ანრიდ" წოდებულ ფეხბურთელს მომლოდინე თვალებით შეხვდნენ, ხოლო როცა 9 ნომერმა სადებიუტო შეხვედრაშივე "ლივერპულს" გაუტანა გოლი, ყველამ ერთხმად თქვა: "კეთილი იყოს შენი მობრძანება მანჩესტერში, მარსიალ". გთავაზობთ ვრცელი ინტერვიუს მოკლე ამონარიდს, რომელშიც მარსიალი ხუთ მნიშვნელოვან საკითხს მიმოიხილავს.
პატრის ევრამ ურჩია, რომ "წითელი" გამხდარიყო
განმარტება: მარსიალი პარიზის პატარა გარეუბანში გაიზარდა, რომელსაც ლეს ულისი ჰქვია, ეს ადგილი კი ოდესღაც პატრის ევრას სახლი იყო, ევრას, რომელიც ასევე "მონაკოდან" გადავიდა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2006 წლის იანვარში. ზუსტად იგივე გზა განვლო ენტონიმ, ახალი კლუბის არჩევაში გადაწყვეტილების მიღებაში კი მას ფრანგი მცველი დაეხმარა.
მარსიალი: "პატრისმა მითხრა, რომ ეს იყო "ჩემპიონთა კლუბი", კლუბი, რომელშიც ყველას მხოლოდ გამარჯვება სურს და ეს მაშინვე ვიგრძენი, როგორც კი აქ მოვედი". სამი ფეხბურთელი, რომლებიც ენტონის შთაგონების წყაროს წარმოადგენდნენ
განმარტება: ენტონის ხშირად ადარებენ "არსენალის" ლეგენდარულ ფეხბურთელ ტიერი ანრის - ძირითადად იმიტომ, რომ იგი ლეს ულისში დაიბადა და ოდესღაც "მონაკოშიც" უთამაშია - ჩვენმა ამაღელვებელმა ცხრიანმა კი განაცხადა: "არა მგონია, ერთმანეთს ძალიან ვგავდეთ", როცა მარსიალს კავშირის შესახებ ჰკითხეს. პირიქით, მარსიალი სამ ადამიანს განიხილავს თავისი კარიერის ძირითად მნიშვნელოვან წყაროდ. მისი ძმა იოჰანი, რომელიც ამჟამად "ტრუაში" თამაშობს, ბრაზილიელი თავდამსხმელი რონალდო და მისი თანამემამულე რონალდინიო.
მარსიალი: "კარგი, ჩემი ოჯახი ყოველთვის მხარში მედგა და ჩემი ფეხბურთელი ძმაც ასევე. ის იყო ფეხბურთელი, რომელმაც მის გზაზე დადგომის სურვილი მომცა".
მორგან შნეიდერლინი მისი თარჯიმანი იყო
განმარტება: ინგლისში გადასვლა 19 წლის ასაკში მარსიალისთვის დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით ენის უცოდინრობის გამო, თუმცა მას თარჯიმნობას ფრანგი თანაგუნდელი მორგან შნეიდერლინი უწევდა, როცა შეხვედრებსა და სავარჯიშო სესიებზე მითითებებს იღებდა. ენტონი აგვისტოდან ინგლისურის გაკვეთილებზე დადის და "ცოტათი უკვე ესმის ენა", რაც მანჩესტერულ ცხოვრებაში, თანაგუნდელებთან და პატარა ქალიშვილთან ურთიერთობაში ეხმარება.
მარსიალი: "ინგლისურად ცოტა ლაპარაკს ვცდილობ, მაგრამ ახლა შედარებით უკეთაც მესმის. ინგლისელ თანაგუნდელებთან ურთიერთობა გუნდში ჯერ კიდევ ერთ მცდელობად მიჯდება". ენტონი მშვიდი ცხოვრების მოყვარულია
განმარტება: "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა ყველაფერი იციან მარსიალის უნარებისა და დონის შესახებ მოედანზე, მაგრამ როგორია იგი მოედანს მიღმა? დღემდე, ახალგაზრდა თავს არიდებდა მედიასთან ხშირ კონტაქტს და თავს უფრო და უფრო ხშირად იცავდა. მაგრამ გვითხრა, რომ მისი ცხოვრება მარტივია და ყველაზე მეტად ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარება მოსწონს. ენტონი კინოს მოყვარულია, მაგრამ ფრანგული კინო განსაკუთრებულად ენატრება.
მარსიალი: "ვსეირნობ, რესტორანში დავდივარ. არაფერი განსაკუთრებულია, მხოლოდ ნორმალური ცხოვრება. მარუანმა რამდენიმე რესტორნის მისამართი მომცა და იქ მისვლა მირჩია! მათ ვამოწმებ და საუკეთესოებს ვირჩევ".
რუნის გვერდით თამაში გაკვეთილია
განმარტება: მარსიალისა და რუნის ბევრი რამ აერთიანებთ: ორივე მათგანი ძალიან ახალგაზრდა ასაკში გადავიდა "იუნაიტედში" და ორივე მათგანმა მოიგო "ოქროს ბიჭუნას" ჯილდო, ორივე მათგანს გააქვს გოლები მიმიდინარე სეზონში. ერთად მათ 23 გოლი გაიტანეს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ალბათ, ენტონი დარწმუნებულია, რომ კაპიტანთან ერთად მუშაობით უკეთესი ფეხბურთელი გახდება, მისი თქმით, ვარჯიშზე ყოველი დღე განათლებას სძენს.
მარსიალი: "ყოველთვის სასიამოვნოა, ყოველთვის მაქვს განვითარების საშუალება და უფრო მშვიდად ვარ, როცა მის გვერდით ვთამაშობ. როცა ისეთ ვინმეს ხედავ, როგორიც რუნია, უფრო მეტ თავდაჯერებულობას გრძნობ".