დავიდ დე ხეა 66.7 მლნ. ფუნტს გამოიმუშავებდა, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მადრიდის "რეალში" რომ გადასულიყო - იტყობინება Football Leaks-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი.
ესპანელი მეკარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას მადრიდის "რეალში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა შეთანხმება არ შედგა და მეკარე "ოლდ ტრაფორდზე" დარჩა.
გამოქვეყნებული დოკუმენტი იტყობინებინა, რომ დე ხეას "ბერნაბეუზე" 6-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობდნენ, წელიწადში კი 9 მლნ. ფუნტს მიიღებდა, ხოლო 8.4 მლნ. ფუნტს კონტრაქტზე ხელის მოწერისთანავე.
მადრიდის "რეალმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" დოკუმენტის შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
სექტემბერში ესპანელმა მეკარემ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "იუნაიტედთან", რომლის თანახმადაც დაახლოებით 200 000 ფუნტს იღებს კვირაში.
ახალი შეთანხმების თანახმად, "იუნაიტედს" საშუალება აქვს 24 წლის კიპერი სასურველ შემთხვევაში "ოლდ ტრაფორდზე" შეინარჩუნოს.