შინჯი კაგავა ამბობს, რომ მას არ აინტერესებს მომავალზე ფიქრი. იგი ფიქრობს მხოლოდ დღევანდელ დღეზე და ცდილობს წარმატება მოუტანოს საკუთარ გუნდს. იაპონელი ფეხბურთელი ოლდ ტრაფორდზე ამ ზაფხულს ბორუსიის დორტმუნდიდან გადმოვიდა. იგი ჯერ კიდევ ადაპტაციას გადის ინგლისში, მაგრამ ალბათ ყველა დაეთანხმებით ამას, რომ იგი გუნდს ძალიან გამოადგება შემდეგში.
"არასდროს არ მიფიქრია ბარსელონაზე და რეალ მადრიდზე"-ამბობს კაგავა. "პარიზი არაჩვეულებრივი გუნდია, რომელიც დარწმუნებული ვარ შემდეგში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად იქცევა, ასევე ქალაქიც ლამაზია და არაჩვეულებრივია, მაგრამ მე მთელი 100% მანჩესტერზე ვარ კონცენტრირებული. არავინ არ იცის, თუ რას მოგართმევს მომავალი. მანჩესტერში გადმოსვლისთანავე მე შევიცვალე ცხოვრების სტილი, შევიცვალე საქციელი და ამის გაკეთება ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ ამას მე არც იაპონიაში მთხოვდნენ და არც ბორუსიაში. სამი წლის უკან ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ფეხბურთელი გავხდებოდი და ვითამაშებდი ისეთ გუნდში როგორიც მანჩესტერ იუნაიტედია. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ შენ არასდროს იცი, თუ რას გიმზადებს ცხოვრება მომავალში."
წყარო-SkySports
სტატიები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.