"სტემფორდ ბირჯზე" კვირას პრემიერ ლიგის 25-ე ტურის გამორჩეული შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს'' შორის. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა, თუმცა გუნდებს გაცილებით მეტის გატანა შეეძლოთ, რომ არა მეკარეთა საუცხოო თამაში, თუმცა გამოსარჩევი მაინც დავიდ დე ხეა იყო, რომელმაც არაჩვეულებრივი მატჩი ჩაატარა და რამდენიმე ფანტასტიკური სეივი შემოგვთავაზა.
თანაგუნდელის თამაშით გაოცებული დარჩა გუნდის კაპიტანი უეინ რუნიც, რომელიც აღნიშნავს, რომ დევიდ დე ხეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა:
"ვფირობ, დავიდმა დღეს კიდევ ერთხელ შეასრულა დაუჯერებელი სეივები. აქამდეც ბევრჯერ აღმინიშნავს და ახლაც იგივეს ვიტყვი, ბოლო სეზონების მიხედვით, იგი ნამდვილად მსოფლიოს საუკეთესო კიპერია, დღეს მისი წყალობით შევინარჩუნეთ დიდი ხნის მანძილზე 1-0.
სამწუხაროდ, მატჩის მიწურულს გაშვებულმა გოლმა "ჩელსის" ქულა მოუტანა. ეს ძალიან სამწუხარო იყო, მით უმეტეს, როდესაც ბოლო წუთებზე უშვებ, ასეთ შემთხვევებში ფრე წაგებას ჰგავს.
მატჩის მეოთხე მეოთხედში, ჩემი აზრით, ძალიან უკან დავიხიეთ, რამაც მეტოქეს მისცა შანსი მომენტები შეექმნა, ასევე ბევრჯერ ვარღვევდით თამაშის წესს.
საბოლო ჯამში, ვფიქრობ, კარგი მატჩი ვაჩვენეთ და ბევრი მომენტი შევქმენით, როგორც უკანასკნელ თამაშებში. თუმცა სეზონის ამ ეტაპზე მხოლოდ კარგი შედეგია მისაღები და სწორედ ამიტომ, უფრო გულდასაწყვეტია დაკარგული 2 ქულა. ყველა ჩვენგანი ძალიან დამწუხრებულია, თუმცა მალევე უნდა დავივიწყოთ დღევანდელი შეხვედრა და შემდეგზე ვიფიქროთ.
ვიცით, რომ დღევანდელი შეხვედრიდან ბევრი პოზიტივის გახსენება შეიძლება, ვეცდებით, იგივე შემდეგ შაბათს გავიმეოროთ "სანდერლენდის" წინააღმდეგ."
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.