"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის მიაჩნია, რომ გულშემატკივარმა მემფის დეპაის არ უნდა დასდოს ბრალი "ჩელსისთან" ფრედ დასრულებულ მატჩში.
ჰოლანდიელი ვინგერი ძალიან გააკრიტიკეს შეხვედრის მიწურულს მის მიერ გაკეთებული არაზუსტი პასის გამო - რომელიც მიმართული იყო მორგან შნეიდერლინისკენ - რის შემდეგაც, "ჩელსიმ" მორიგი შეტევა დაიწყო და დიეგო კოშტამ ანგარიში გაათანაბრა.
მემფისს, რომელსაც ამ კვირაში 22 წელი შეუსრულდება, ბოქსინგ დეის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში არ დაუწყია თამაში.
25 მლნ. ფუნტად შეძენილ ფეხბურთელს მანჩესტერული კარიერის წარმატებულად დაწყება არ გამოუვიდა, თუმცა რუნი პსვ-ს ყოფილ ფეხბურთელს აქებს.
"ვფიქრობ, ყველანი იმედგაცრუებულები ვართ.
მემფისი ფანტასტიკური ფეხბურთელია და ასეთი რამ ხდება, ცუდ პასს ყველა იძლევა. ბევრი რამ მოხდა ცუდი პასის მიწოდებიდან გოლის გასვლამდე, ასე რომ, არა მგონია, საჭირო იყოს დადგომა და მემფისის დადანაშაულება.
ვფიქრობ, სხვა რამე იყო მიზეზი იმისა, რაც მოხდა და გოლი გაიტანეს", - განაცხადა რუნიმ.