თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2016, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2473,
კომენტარები: 7
ბლინდი: "ჩელსიმ" მხოლოდ 15 წუთი გვაჯობა"
დეილი ბლინდი ფიქრობს, რომ მისმა გუნდმა მეტოქეზე უკეთ ითამაშა.
ბლინდი:
"ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, უკეთესი გუნდი ვიყავით და სამი ქულა დავიმსახურეთ" - ასეთი შეხედულება აქვს დეილი ბლინდს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" მატჩზე.

"რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ. როცა ასე თამაშობ, საკუთარი თავი უნდა დააჯილდოო. დასასრულს ძალიან გაგვიჭირდა, ეს ვიცოდით. ვფიქრობ, მთლიანობაში უკეთესად ვთამაშობდით, უკეთესი გუნდი ვიყავით და სამი ქულა დავიმხასურეთ. მაგრამ ვერ უარვყოფთ იმასაც, რომ დასასრულს შანსები მათაც შექმნეს. ბოლო 15 წუთში მათ გვაჯობეს, მაგრამ მთლიანობაში, ჩვენ უკეთესები ვიყავით.

დამატებითი ფორვარდი გამოიყვანეს და მათი მცველებიც წინ იწევდნენ. ბევრი ფეხბურთელი დაიღალა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბევრჯერ ირღვეოდა თამაშის წესი. ამიტომ ძალიან გაგვიჭირდა. თუმცა ჩვენს ნახევარს ვიცავდით, დავიდი დიდებულ ფორმაში იყო და რამდენიმე ბრწყინვალე სეივი განახორციელა, რაც თვითრწმენას აძლევს დაცვას. სამწუხაროა, რაც ბოლო წუთზე მოხდა.

თამაშით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, მაგრამ იმედგაცრუება ამას აჭარბებს. კარგად ვითამაშეთ, ვნახავთ, რის გაკეთება იქნება საჭირო მომდევნო კვირაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვახსოვს, რომ კარგად ვითამაშეთ. თუმცა როგორც უკვე ვთქვი, იმედგაცრუება ამას აჭარბებს.

ლინგარდმა ფანტასტიკური გოლი გაიტანა და მის გამო ბედნიერი ვარ. მაგრამ მიმაჩნია, რომ უფრო მომთმენები უნდა ვიყოთ და დავრწმუნდეთ, რომ გავიმარჯვებთ".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
9 თებერვალი 2016 16:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ბოლომდე თამაშს სანამ არ ისწავლით სულ მასე იქნება
0
№2
ავტორი: GeorgeBest
9 თებერვალი 2016 17:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაფერი ცუდი იქიდან დაიწყო როცა გოლის მერე დაცვაში ჩაჯდა გუნდი. გადაღლილები რო იყვნენ და მარსიალი ძლივს დადიოდა შეიძლებოდა ცვლილების გაკეთება, მაგრამ 90-ე წუთზე დრო ხო უნდა გაეყვანა გოლის მერე
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 თებერვალი 2016 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეგ იმის ბრალია, რომ გოლის მერე მთლიანად უკან დავდექით და პრაქტიკულად ბურთი არც გვქონია, რომ გაგვეგორებინა და ჩელსისთვის ამხელა უპირატესობა არ მიგვეცა.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
9 თებერვალი 2016 18:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ძალიან აქტიურად და მთელი ძალით შემოგვიტია ჩელსიმ, რომ არ წავაგეთ, მადლობა უნდა ვთქვათ. ისე, ამან ერთი მაგარი სეივი იკისრა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
9 თებერვალი 2016 18:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
გაშვებული გოლის შემდეგ ბურთის დაჭერა იყო საჭირო. მატა უკვე დაღლილი იყო და შეიძლებოდა ერერას მაშინვე ჩართვა. მიუხედავად ფელაინის მიმართ ჩემი ანტიპატიისა, ის უნდა დარჩენილიყო სტადიოონზე და შნეიდერლინი რომელიმე შემტევის ნაცვლად უნდა შემოსულიყო- ამ შემთხვევაში ალბათ ლინგარდის ნაცვლად. დეპაის კი მარსიალი უნდა შეეცვალა. ვფიქრობ ასე უკეთესი იქნებოდა.
0
№6
ავტორი: AkkRed
10 თებერვალი 2016 09:40
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბურთის დაჭერა უნდა იცოდეთ გოლის შემდეგ
0
№7
ავტორი: mesxi
10 თებერვალი 2016 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 33
არ ეჯერათ რომ გოლს გაიტანდნენ. იმიტომ აირივნენ გოლის მერე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top