როგორც მოსალოდნელია, ფილ ჯონსი "მანჩესტერ იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდში ითამაშებს და დღეს ღამით "ნორვიჩ სიტის" დაუპირისპირდება.
მცველმა ტრავმა "სუონსის" წინააღმდეგ წლის პირველ მატჩში მიიღო და ვარჯიშებს გასულ კვირაში დაუბრუნდა. ჯონსმა უკვე შეძლო ტრავმის მოშუშება და დღეს უორენ ჯოისის გუნდის ძირითად შემადგენლობაში უნდა გამოჩნდეს.
გარდა ამისა, ადნან იანუზაი თავის მეოთხე მატჩს ჩაატარებს 21-წლამდელთა გუნდში.
ხოლო მემფის დეპაი პირველად ითამაშებს "იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდში.