პრემიერ ლიგის 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ლონდონის "ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა.
შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. პირველი გოლი 61-ე წუთზე გავიდა, ჯესი ლინგარდმა ურთულესი ბურთის გატანა შეძლო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. მასპინძლებს რამდენჯერმე შეეძლოთ გათანაბრება, თუმცა დე ხეა მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. ესპანელმა რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია და მაღალი კლასი კიდევ ერთხელ დაადასტურა. მანჩესტერელებმა ნანატრი გამარჯვება ვერც ამჯერად მოიპოვეს, 91-ე წუთზე დიეგო კოშტამ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და "ჩელსის" წაუგებელი სერია "იუნაიტედთან" 7 მატჩამდე გაზარდა.
25 ტურის შემდეგ "წითელი ეშმაკები" მე-5 ადგილზე იმყოფებიან და 6 ქულით ჩამორჩებიან მეოთხეადგილოსან თანაქალაქელებს.
ჩელსი – მანჩესტერ იუნაიტედი 1-1
გოლები: 0:1 ლინგარდი (61'), 1:1 კოშტა (91') გაფრთხილებები: ბლინდი, ლინგარდი, სმოლინგი სტადიონი: "სტემფორდ ბრიჯი", ლონდონი მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 25-ე ტური მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი