სერ ალექსი გამოტყდა, რომ გაკვირვებულია ”ნიუკასლის” ფანების საქციელით.როდესაც შოტლანდიელმა მათ კლუბს ”პატარა გუნდი” უწოდა, ბევრმა ქომაგმა მხარი დაუჭირა მას.ფერგიუსონმა მაშინ უპასუხა ალან პარდიუს კრიტიკას და განაცხადა.”მე ვითვლები მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კლუბის მწვრთნელად, რომელიღაც ჩრდილო-აღმოსავლეთური ჩვეულებრივი კლუბის კი არა.ეს სიმართლეა.”
ცოტა ხნის წინ მანჩესტერის მენეჯერმა თქვა, რომ ძალიან ბევრი წერილი მიუვიდა ”ნიუკასლის” ქომაგებისგან, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს.”პარდიუს კრიტიკის გარდა, მე მივიღე ბევრი წერილი ”კაჭკაჭების” გულშემატკივრებისგან.ისინი გრძნობენ, რომ მათი კლუბი უკან მიდის.მათი ამბიციები უფრო მაღალია, ვიდრე ”ნიუკასლის” ადგილი პრემიერ ლიგაში.”-ციტირებს ფერგის სიტყვებს Daily Mail
”მე ჩემი სიტყვებით შეურაცყოფა არ მიმიყენებია მათი ქომაგებისთვის.მე ყოველთვის ავღნიშნავდი ჩემს თბილ დამოკიდებულებას ”შავ-თეთრების” გულშემატკივრების მიმართ.მათი სიყვარული კლუბის მიმართ არასდროს იცვლება და ყოველთვის გვერდში უდგანან საყვარელ კლუბს.როდესაც ”სენტ ჯეიმს პარკზე” მივდივართ სათამაშოდ ყოველთვის ვიცით, რომ ძალიან რთული თამაში გველის.”
”სამწუხაროდ, მათი ამბიცია უფრო მაღალია, ვიდრე ”ნიუკასლის” ამდროინდელი ადგილი.თუ გუნდის შედეგები დამოკიდებული იქნებოდა მათ ქომაგებზე, ”კაჭკაჭები” მსოფლიოს გრანდებს შორის იქნებოდნენ.ძალიან ცუდია, რომ მათ ვერ მოახერხეს ინგლისის ჩემპიონობა უკვე 80 წელია.ძალიან მინდა ”ნიუკასლი” ისეთივე ძლიერი, როგორიც კევინ კიგანის დროს იყვნენ.”