ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" "ჩელსის" მატჩში კამერონ ბორტუიკ-ჯექსონის თამაშით ამაყობს - მიუხედავად იმისა, რომ პერსპექტიულმა ახალგაზრდამ სამწუხარო როლი ითამაშა დიეგო კოშტას გოლში.
ბორტუიკ-ჯექსონმა მე-10 მატჩი ჩაატარა კლუბის რიგებში და მარცხენა მცველის მოვალეობას წარმატებით ართმევს თავს, შეტევაში კი ენტონი მარსიალს კარგ პარტნიორობას უწევს.
სამწუხაროდ, 19 წლის ფეხბურთელმა ვერ შეძლო და ხელი ვერ შეუშალა დიეგო კოშტას, როცა დავიდ დე ხეას საჯარიმოს ცენტრალურ ზონაში ესპანელის პირისპირ აღმოჩნდა.
ვან გაალმა ბორტუიკ-ჯექსონის "სამწუხარო" მომენტი უყურადღებოდ არ დატოვა, მაგრამ განაცხადა, რომ ახალგაზრდის თამაშით მოხიბლულია.
"ჩვენ ჩვენი კარგი, შემტევი ფეხბურთით განვაგრძნობდით. "ჩელსიში" ბევრი მომენტი შევქმენით. ეს არის ბინძური გასვლითი თამაში და რთულიც. "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო რამდენიმე წელია ვერ ახერხებს აქ გამარჯვებას, ასე რომ ადვილი მატჩი არ არის - ჩვენ კი ფანტასტიკური გოლით დავწინაურდით. ფანტასტიკური ჩაწოდებით ასევე. ამის შემდეგ თამაში უნდა აკონტროლო, მაგრამ ბოლო მეოთხედში უპირატესობა დავთმეთ.
ბევრი ისეთი დეტალია, რომელმაც გამოიწვია ეს ყველაფერი. ჩვენი საჯარიმოს ირგვლივ რამდენიმე ჯარიმა დაინიშნა და გადავრჩით. "ჩელსის" ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს სტანდარტულ მდგომარეობაზე სათამაშოდ და ბევრი გოლიც გაუტანიათ, ამიტომ ძალიან ორგანიზებულები ვიყავით. მაგრამ შემდეგ ასეთი გოლი გავუშვით - ბლინდი წაიქცა და ბორტუიკ-ჯექსონმა დაცვის ხაზი ვერ დაიჭირა. კოშტა კი ამის გამო თამაშგარეში არ ჩარჩა.
ძალიან დამწყდა გული ბორტუიკ-ჯექსონის გამო, რადგან ფანტასტიკურად თამაშობდა და მისით ძალიან ვამაყობდი. ბოლო მეოთხედამდე სუპერ თამაში ვითამაშეთ. გულშემატკივრების გამოც ვწუხვარ. ამ მატჩში მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართა ხმა ისმოდა და არა - "ჩელსის" ქომაგების".