ჯესი ლინგარდმა აღნიშნა, რომ "ჩელსისთან" ფრედ დასრულებული მატჩი მისთვის წაგების ტოლფასია.
ლუი ვან გაალის გუნდმა ანგარიში სწორედ ლინგარდის გოლით გახსნა 61-ე წუთზე, თუმცა დიეგო კოშტამ მატჩის მიწურულს გატანილი გოლით ჩემპიონების წაუგებელი სერია კიდევ უფრო გაახანგრძლივა.
ლინგარდს მიაჩნია, რომ "იუნაიტედის" თამაშმა ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით პროგრესის ნიშნები გამოავლინა.
"მატჩის უმეტესი ნაწილი კარგად ვითამაშეთ და გვიანდელი გოლი გავუშვით, რაც წაგებას ჰგავს.
გოლის გატანისას შემოტრიალება და დარტყმა ინსტინქტურად მოვახერხე, მაგრამ ჩვენ სამი ქულა გვინდოდა.
ვფიქრობ, ახლა უკეთ ვთამაშობთ, გუნდურად უკეთ ვმოქმედებთ", - განაცხადა ინგლისელმა.