თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2016, 10:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2879,
კომენტარები: 10
მატა: "სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ"
ხუან მატა მატჩის შემდგომ.
მატა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ხუან მატამ ლონდონის "ჩელსისთან" შეხვედრის მიწურულს გაშვებული გოლის გამო მწუხარება გამოხატა.

"წითლები" მატჩში ჯესი ლინგარდის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ 91-ე წუთზე დიეგო კოშტამ დავიდ დე ხეასა და კამერონ ბორტუიკ-ჯექსონის ერთობლივი წინააღმდეგობის მიუხედავად მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

"ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. "ჩელსიში" ჩამოსვლა ადვილი არ არის, მაგრამ პირველ 30 წუთსა და მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ - ძალიან ახლოს ვიყავით.

მაგრამ "ჩელსი" ყოველთვის ახდენდა ზეწოლას და გვიანდელი გოლი გაიტანეს, ჩვენ კი მორიგი გოლის გასატანად დრო აღარ გვქონდა. სამწუხაროა".


მატას, რომელმაც შეცვლაზე გასვლისას ორივე გუნდის გულშემატკივართაგან აპლოდისმენტები მიიღო, მიაჩნია, რომ ბოლო დროინდელი კარგი შედეგები გუნდის კარგი თამაშის დამსახურებაა.

"როცა იმარჯვებ და თამაშობ კარგ ფეხბურთს, თვითრწმენა იზრდება. ვფიქრობ, ახლა ვაჩვენებთ, რომ მაღალი დონის ფეხბურთის თამაში შეგვიძლია და მიმზიდველ, შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ.

სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ - სწორედ ამის ნახვა სურთ გულშემატკივრებს, ასე რომ, მაქსიმუმს გავიღებთ თითოეულ მატჩში. ვფიქრობ, ბოლო სამ თუ ოთხ შეხვედრაში მართლაც კარგად ვითამაშეთ".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 თებერვალი 2016 10:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ბოლო შეხვედრები რა თქმა უნდა გამორჩეულია სხვა მატჩებისგან განსხვავებით, მაგრამ გუშინ აუცილებლად უნდა მოგვეგო რაა. ჯეკსონის გამოუცდელობა რომ არა დარწმუნებული ვარ ამ თამაშს მოვიგებდით.
0
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
8 თებერვალი 2016 10:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ციტატა: ვახო ( G G M U)
ბოლო შეხვედრები რა თქმა უნდა გამორჩეულია სხვა მატჩებისგან განსხვავებით, მაგრამ გუშინ აუცილებლად უნდა მოგვეგო რაა. ჯეკსონის გამოუცდელობა რომ არა დარწმუნებული ვარ ამ თამაშს მოვიგებდით.

მხოლიდ ჯექსონის ბრალი ნამდვილად არაა გაშვებული გოლი. მთლიანი გუნდი ჩავარდა გოლის მომენტში.
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 თებერვალი 2016 10:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ციტატა: Jorbe-Jorbe
ციტატა: ვახო ( G G M U)
ბოლო შეხვედრები რა თქმა უნდა გამორჩეულია სხვა მატჩებისგან განსხვავებით, მაგრამ გუშინ აუცილებლად უნდა მოგვეგო რაა. ჯეკსონის გამოუცდელობა რომ არა დარწმუნებული ვარ ამ თამაშს მოვიგებდით.

მხოლიდ ჯექსონის ბრალი ნამდვილად არაა გაშვებული გოლი. მთლიანი გუნდი ჩავარდა გოლის მომენტში.

არა მარტო ჯეკსონს არ ვადანშაულებ რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი ნაბიჯით წინ რომ ყოფილიყო იქ უეჭველი თამაშგარე იქნებოდა, თორე მთლიანობაში მაინც კარგად ითამაშა ჯეკსონმა
0
№4
ავტორი: RojoDiablo
8 თებერვალი 2016 10:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჯექსონი ძალიან მაგარი იყო გუშინ. მისი ბრალი არაა, რომ მარცხენა მცველი ცენტრში აღმოჩნდა, ვარდნა მოასწრო და ბურთი კუთხურზე არ გადავიდა. თამაშგარე კიდე ისეთი თემაა, ან დაინახავს მსაჯი ან არა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Lady in red
8 თებერვალი 2016 11:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ჯექსონიც კარგი იყო და დარმიანიც,დე ხეაზე აღარაფერს ვამბობ საოცრება გვყავს,ბურთი რო დაეჭირათ ბოლო წუთებზე მოვიგებდით თამაშს,რამდენად შევალთ ოთხეულში ნამდვილად არ ვიცი მაგრამ გუნდი ცოტა გამოცოცხლდა უბრალოდ გოლს რო გაიტანენ მერე უკლებენ თამაშს და მაგიტომ ვერ ინარჩუნებენ ანგარიშს
0
№6
ავტორი: RojoDiablo
8 თებერვალი 2016 11:11
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: NINI_ivanishvili
ჯექსონიც კარგი იყო და დარმიანიც,დე ხეაზე აღარაფერს ვამბობ საოცრება გვყავს,ბურთი რო დაეჭირათ ბოლო წუთებზე მოვიგებდით თამაშს,რამდენად შევალთ ოთხეულში ნამდვილად არ ვიცი მაგრამ გუნდი ცოტა გამოცოცხლდა უბრალოდ გოლს რო გაიტანენ მერე უკლებენ თამაშს და მაგიტომ ვერ ინარჩუნებენ ანგარიშს


თამაშის მოკლება წესით ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშით უნდა იყოს გამოწვეული, მაგრამ ამას ვერ ვახერხებთ. ჩელსიმ თუ ერთი გაგვიტანა, ეგ არაფერი, მაგრამ ნიუკასლმა რომ ამოგვიღო ორბურთიანი სხვაობა, ეგაა პრობლემა. ჯერ ისევ გვაქვს დაცვითი თამაში დასალაგებელი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Lady in red
8 თებერვალი 2016 11:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ვინ იცის შოუს ტრამვა რომ არა ეხლა როგორ ითამაშებდნენ
0
№8
ავტორი: AkkRed
8 თებერვალი 2016 12:05
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ცვლილებების ბრალია გოლის გაშვება
0
№9
ავტორი: GeorgeBest
8 თებერვალი 2016 15:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საწყისი წუთები კარგი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ისე მარტივად გადმოდიოდნენ ჩვენ ნახევარზე, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შესვლა უმარტივესი იყო მაგათთვის
0
№10
ავტორი: Mufc7
9 თებერვალი 2016 00:26
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
''სანდერლენდთან'' რას ვიზამთ აბა ვნახოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top