თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2016, 23:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2225,
კომენტარები: 12
"სამართლიანობა ვერ შევნიშნე"
ლუი ვან გაალის კომენტარი "ჩელსისთან" დაპირისპირების შემდეგ.
ლუი ვან გაალი იმედგაცრუებული დარჩა "ჩელსისთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, თუმცა ფიქრობს, რომ მისმა გუნდმა გაცილებით უკეთ ითამაშა, ვიდრე გასულ წელს.

მწვრთნელმა მატჩის შემდეგ მთავარ საკითხებზე ისაუბრა...

"იუნაიტედის" თამაშსა და შედეგზე: "ვფიქრობ, ბოლო მეოთხედამდე სუპერ თამაში ვითამაშეთ. ბურთს ვერ ვინარჩუნებდით და ვერ ვუტევდით ისე, როგორც, ჩემი აზრით, უნდა ვუტევდეთ. არ გაგვიმართლა, რომ გოლი გავუშვით, დაუჯერებელი იყო. საკუთარი თავი ვერ დავაჯილდოეთ".

კოშტას გოლის მიზეზზე: "ასე იმიტომ მოხდა, რომ "ჩელსი" გრძელ გადაცემებსა და აგრესიას მიმართავდა, მაგრამ ბურთის შენარჩუნება მაინც უნდა შეგეძლოს და როცა თავს ვიცავთ, შერწყმულად უნდა ვმოქმედებდეთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბურთს წინ უაზროდ არ ვიგერიებთ. ბევრი მომენტი იყო, როცა ბურთის კონტროლი და გათამაშება შეგვეძლო. ასევე, მეორე გოლის გატანაც შეგვეძლო, ჩემი აზრით, მაგრამ საკუთარი თავი ვერ დავაჯილდოეთ. როცა ასეთ თამაშს ეთამაშები ისეთ ფანტასტიკური გუნდს, როგორიც "ჩელსია", საკუთარი თავი თვითონ უნდა დააჯილდოო".

შედეგის შემდეგ თავის ხასიათზე: "უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, რადგან უკეთესად ვთამაშობდით. კვლავ ვერ ვიმარჯვებთ, შანსები გვქონდა, მაგრამ ვერ მოვიგეთ.

იმის შესახებ, რის გაკეთებაც "იუნაიტედს" უკეთ შეეძლო: "დაცვითი ორგანიზაცია, უფრო შერწყმული უნდა გქონდეს. როცა შეგიძლია ბურთის კონტროლი, უნდა აკონტროლი და ამოიტან კიდეც, არათუ უბრალოდ მოიშორო და შემდეგ "ჩელსის" მომდევნო შეტევის დაწყების უფლება მისცე. არა მგონია, ყველაფერი ჯარიმების ბრალი იყოს, მაგრამ ამ მსაჯმა მიწურულს ძალიან ბევრი ჯარიმა დაუნიშნა მათ. დრო უკვე გადასცდენოდა 6 წუთს, მაგრამ კუთხურის ჩაწოდების უფლებაც მისცა. შემდეგ წინ თავისუფალი სივრცე და მოედანი გვქონდა, მაგრამ ჩასტვინა. პირველ ტაიმშიც ასე მოიქცა, ალბათ გახსოვთ, ასე რომ, ჩემი აზრით, ამას ვერ გააკეთებ. არა მგონია, ორივე გუნდს სამართლიანად მოქცეოდნენ.

მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" მიზნებსა და ამბიციებზე: "როცა შენი მიზანი მესამეზე, მეორეზე ან პირველზე გასვლაა, უნდა იმარჯვებდე, რადგან უკვე სხვაობა იზრდება და ახლა უფრო დიდია, ვიდრე მანამდე, რაც კარგი არ არის. ვიცი, რომ გასვლაზე ძალიან რთულ ფეხბურთს დავუპირისპირდებით და ასე იყო "ჩელსის" წინააღმდეგაც. რა თქმა უნდა, ჩემს ფეხბურთელებს ვეტყვი, რომ ბოლო მეოთხედამდე ფანტასტიკურად ვითამაშეთ, უკვე ვუთხარი ეს, მაგრამ საკუთარი თავი თვითონ უნდა დავაჯილდოოთ, რადგან პირველად არ ხდება, რომ ასე შეგვემთხვა".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: 689908
7 თებერვალი 2016 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
am kacs Ra's verchi.edvudvord sheni....
0
№2
ავტორი: Ueidi
7 თებერვალი 2016 23:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
Marto mwvrtneli ra vici cota iseti temaa zamtris fanjaraze unda daetriat vinme gafiqrebac ar minda ligaze ro ver movxvdet katastrofa iqneba
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
7 თებერვალი 2016 23:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
სხვათაშორის, გაგიკვირდებათ და სიმართლე ილაპარაკა.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
7 თებერვალი 2016 23:26
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ამით არაფერი მთავრდება ხალხო. ჯერ ბევრი ქულაა გასათამაშებელი და ყველაფერი წინაა, მაგრამ ლუის დისკვალიფიკაცია არ გამოვრიცხოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Ueidi
7 თებერვალი 2016 23:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
Ravi sitim gasatexebi gatexa ukve da ratomgac mgonia totenhemma unda aurios wels uechveli unda shevidet otxeulshi
0
№6
ავტორი: GeorgeBest
7 თებერვალი 2016 23:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცუდ მომენტში გავიდა გოლი და მაგრად დამწყდა გული იმენა areyoukiddingme დე ხეა ძაან კლასნი გვყავს, დარმიანი გაუვალი იყო დღეს
0
№7
ავტორი: tyeshela1
7 თებერვალი 2016 23:45
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
კარგით რა. რატომ მიგაჩნიათ, რომბკარგი დაცვა გვყავს? ცენტრალურს ვგულისხმობ. ოდნავ წესიერი თავდამსხმელები და ჩვენი ნაქები სმოლინგიც ისევ ძველი სმოლინგი ხდება. ვოლფსბურგთან არსენალთან ნიუკასლთან გამოჩნდა ჩვენი დაცვა და დღესაც შეგვახსენეს თავი. ჰუმელსზე უნდა ეჩალიჩათ ზაფხულში. მომკალით მარა სმოლინგი არ მიმაჩნია მაღალი დონის მცველად. სტოკთან შეიძლება კარგია მარა ძლიერ გუნდებთან??? ჰუმელსი აუცილებლად უნდა იყიდონ. ნუ ბლინდზე არაფერს აღარ ვამბობ
0
№8
ავტორი: Ueidi
7 თებერვალი 2016 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
Arada vercert centralur mcvelze ver ityvi an advilad gacda dges vinme an cudad igeriebdnen mara mainc ise ver arian iasnia blindi terrys da cahyls tavze ver ajobebs arada magati movaleoba egaa
0
№9
ავტორი: 689908
8 თებერვალი 2016 00:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
Am xalxs to vuyureb moedanze mikvirs aqamde rogor mivida saqme.formas arcxvens99%.Marto am tamashidan gamomdinare ara bolo 3 welia.seleqcias mixedon unda.ra smolingi da darmiani an ra mata da lingaardi.Luise da moiesze agarafers vambob ra awyobili saqme daangries
0
№10
ავტორი: DRJBECKHAM
8 თებერვალი 2016 01:21
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
blindi kargia poziciurad magram kostas rato ikvanda eg gaarkviet vinmem, smallings tavisnairi xisti mcveli chirdeba partniorad. darmiani magrad momewona da rogor davijero ro ori satransferos dros normaluri mcveli ver naxes, jons da rojos tu davelodebit maqsimumi isev meotxe asgili iqneba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top