ლუი ვან გაალის კომენტარი "ჩელსისთან" დაპირისპირების შემდეგ.
ლუი ვან გაალი იმედგაცრუებული დარჩა "ჩელსისთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, თუმცა ფიქრობს, რომ მისმა გუნდმა გაცილებით უკეთ ითამაშა, ვიდრე გასულ წელს.
მწვრთნელმა მატჩის შემდეგ მთავარ საკითხებზე ისაუბრა...
"იუნაიტედის" თამაშსა და შედეგზე: "ვფიქრობ, ბოლო მეოთხედამდე სუპერ თამაში ვითამაშეთ. ბურთს ვერ ვინარჩუნებდით და ვერ ვუტევდით ისე, როგორც, ჩემი აზრით, უნდა ვუტევდეთ. არ გაგვიმართლა, რომ გოლი გავუშვით, დაუჯერებელი იყო. საკუთარი თავი ვერ დავაჯილდოეთ".
კოშტას გოლის მიზეზზე: "ასე იმიტომ მოხდა, რომ "ჩელსი" გრძელ გადაცემებსა და აგრესიას მიმართავდა, მაგრამ ბურთის შენარჩუნება მაინც უნდა შეგეძლოს და როცა თავს ვიცავთ, შერწყმულად უნდა ვმოქმედებდეთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბურთს წინ უაზროდ არ ვიგერიებთ. ბევრი მომენტი იყო, როცა ბურთის კონტროლი და გათამაშება შეგვეძლო. ასევე, მეორე გოლის გატანაც შეგვეძლო, ჩემი აზრით, მაგრამ საკუთარი თავი ვერ დავაჯილდოეთ. როცა ასეთ თამაშს ეთამაშები ისეთ ფანტასტიკური გუნდს, როგორიც "ჩელსია", საკუთარი თავი თვითონ უნდა დააჯილდოო".
შედეგის შემდეგ თავის ხასიათზე: "უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, რადგან უკეთესად ვთამაშობდით. კვლავ ვერ ვიმარჯვებთ, შანსები გვქონდა, მაგრამ ვერ მოვიგეთ.
იმის შესახებ, რის გაკეთებაც "იუნაიტედს" უკეთ შეეძლო: "დაცვითი ორგანიზაცია, უფრო შერწყმული უნდა გქონდეს. როცა შეგიძლია ბურთის კონტროლი, უნდა აკონტროლი და ამოიტან კიდეც, არათუ უბრალოდ მოიშორო და შემდეგ "ჩელსის" მომდევნო შეტევის დაწყების უფლება მისცე. არა მგონია, ყველაფერი ჯარიმების ბრალი იყოს, მაგრამ ამ მსაჯმა მიწურულს ძალიან ბევრი ჯარიმა დაუნიშნა მათ. დრო უკვე გადასცდენოდა 6 წუთს, მაგრამ კუთხურის ჩაწოდების უფლებაც მისცა. შემდეგ წინ თავისუფალი სივრცე და მოედანი გვქონდა, მაგრამ ჩასტვინა. პირველ ტაიმშიც ასე მოიქცა, ალბათ გახსოვთ, ასე რომ, ჩემი აზრით, ამას ვერ გააკეთებ. არა მგონია, ორივე გუნდს სამართლიანად მოქცეოდნენ.
მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" მიზნებსა და ამბიციებზე: "როცა შენი მიზანი მესამეზე, მეორეზე ან პირველზე გასვლაა, უნდა იმარჯვებდე, რადგან უკვე სხვაობა იზრდება და ახლა უფრო დიდია, ვიდრე მანამდე, რაც კარგი არ არის. ვიცი, რომ გასვლაზე ძალიან რთულ ფეხბურთს დავუპირისპირდებით და ასე იყო "ჩელსის" წინააღმდეგაც. რა თქმა უნდა, ჩემს ფეხბურთელებს ვეტყვი, რომ ბოლო მეოთხედამდე ფანტასტიკურად ვითამაშეთ, უკვე ვუთხარი ეს, მაგრამ საკუთარი თავი თვითონ უნდა დავაჯილდოოთ, რადგან პირველად არ ხდება, რომ ასე შეგვემთხვა".
წყარო:
manutd.com