ლუი ვან გაალმა არ გაიზიარა უეინ რუნის შეხედულება იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო ორ შეხვედრაში უფრო მეტი თავისფულებით ითამაშა. ჰოლანდიელის აზრით, გადამწყვეტი ფაქტორი თვითრწმენა აღმოჩნდა.
"იუნაიტედმა" "საუთჰემპტონთან" განცდილი მარცხის შემდეგ ორი გამარჯვება მოიპოვა, ორივეში სამი გოლი გაიტანა და სანახაობრივ სტილში ითამაშა.
რუნიმ ინგლისის თასზე "დერბის" დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ მწვრთნელმა ფეხბურთელებს უფრო მეტი თავისუფლება მიანიჭა და წარმატების მიღწევის მიზეზიც ეს იყო, თუმცა ვან გაალი ამ შეხედულებას არ ეთანხმება.
"უეინ რუნის ამ შენიშვნას არ ვეთანხმები. ასე მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ უფრო მეტი თავდაჯერებულობა ჰქონდათ. ეს განსაკუთრებით უეინ რუნის ეხება, რომელიც ამას იმიტომ ამბობს, რომ ზედიზედ შვიდი გოლი გაიტანა.
მერე კი ამბობს, რომ უფრო მეტ თავისუფლებას გრძნობს, რადგან უფრო მეტი თავდაჯერებულობა აქვს. მაგრამ თქვენ ამას იმიტომ წერთ, რომ მორიგი სავარჯიშო სესია სხვა სტილში გაატარა, თუ იმიტომ, რომ ვან გაალმა უფრო მეტი თავისუფლება მისცა? არა, ერთი და იგივეა.
ისევ ისე, იგივე სტილში ვვარჯიშობთ. ბატონ ლუი ვან გაალს აზრი არ შეუცვლია და არც ვარჯიში. არა, ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს.
ყოველთვის ბევრს ვშრომობთ და ლუი ვან გაალის ფილოსოფიაში ძალიან პროფესიონალები ვართ. იგივე ეხება ჯესი ლინგარდს" - განაცხადა "იუნაიტედის" მწვრთნელმა.