თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2016, 18:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3035,
კომენტარები: 9
"შესაძლოა, პერეირა მატაზე უკეთესია"
ლუი ვან გაალი მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღებას მიგვანიშნებს.
ლუი ვან გაალმა ხუან მატას მიანიშნა, რომ კარგი თამაში უნდა განაგრძოს, თუ ანდრეას პერეირას ჩრდილში მოქცევა არ სურს.

მიმდინარე სეზონის უმეტეს ნაწილში ესპანელი ფეხბურთელი მარჯვენა ფლანგზე გვევლინებოდა, მაგრამ ბოლო ორი შეხვედრა სიღრმეში შეწეულმა ჩაატარა და ვან გაალის გუნდს "დერბისა" და "სტოკის" წინააღმდეგ გამარჯვებების მოპოვებაში დაეხმარა.

პერეირამ პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა, "სტოკის" წინააღმდეგ კი მატა შეცვალა.

ვან გაალი ბედნიერია, რომ მატა თავის როლს წარმატებით ართმევს თავს, მაგრამ მიანიშნა, რომ ადგილის შენარჩუნებისთვის ესპანელს ბრძოლა მოუწევს.

"მატა იმავე პოზიციაზე ადრეც ვათამაშე. ალბათ, გახსოვთ. მატასთვის როლი არ შემიცვლია, იგი თვითონ შეიცვალა, რადგან იქ საკმარისად კარგად ვერ თამაშობდა. ეს არის მიზეზი.

თუ მატა ისევე ითამაშებს, როგორც ახლა ითამაშა, "ათიანის" როლს აუცილებლად მოირგებს. უნდა ვნახოთ, "ჩელსისთანაც" მოახერხებს თუ არა კვირას ასე თამაშს. შესაძლოა, ჩემი მეორე ათიანი უკეთესი იყოს, ვიდრე მატა - შესაძლოა, ანდრეას პერეირა უკეთესია.

ამას თქვენთან არ განვიხილავ, მატასთან კი განვიხილავ. ხუან მატამ იცის და შესაძლოა, ამიტომაც თამაშობს ახლა უკეთ"
, - განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
6 თებერვალი 2016 18:52
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რა ვიცი, რუნის აყენებდა მაინც და. არც ერთხელ არ უცდია და არ უნდვია პერეირასთვის ეგ როლი. ეგ კი არა, შეცვლაზეც 2-3 წუთი ათამაშებს და უკეთესიაში რას გულისხმობს, ვერ ვხვდები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: deqstera
6 თებერვალი 2016 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ფერეირა რო ძალიან მაგარია და უდიდესი ნიჭი აქვს ეგ დიდი ხანია ვიცით, მაგრამ თუ ეს დებილიც ხვდება მეორე ტაიმში მაინც რატო არათამაშებს ხოლმე შეცვლაზე თუნდაც 15-20წუთს??
0
№3
ავტორი: GeorgeBest
6 თებერვალი 2016 20:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძლივს გამოუჩნდა შანსი რო იდგეს თავის ადგილას winked პერეირას შანსი უნდა მისცეს მარა ძირითადი ჯერ ადრეა
0
№4
ავტორი: AkkRed
6 თებერვალი 2016 21:14
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
თუ გაგვექცა პერეირა მერე ილაპარაკოს ამან უკეთესობაზე
0
№5
ავტორი: t123123
6 თებერვალი 2016 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
ფელაინის მაგივრად რომ დაყენოს ერთი მატჩი და შანსი მიცეს კარგი იქნებოდა

good2
0
№6
ავტორი: Esi
7 თებერვალი 2016 00:27
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ვერაფერი მოიფიქრა და მოდი მორიგ სიბრძნეს მოვისაქმებო wink
0
№7
ავტორი: Memphis7
7 თებერვალი 2016 01:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
პერეირა რო ძაან დაიჩაგრა ეს სეზონი მაგაზე ორი აზრი არ არსებობს მარა მატას ხარჯზე პერეირას თამაში რამდენად წაგვადგება არვიცი :/
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
7 თებერვალი 2016 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პერეიერას უდიდესი ნიჭის მიუხედავად ამ ეტაპზე მატა თავის პოზიციაზე საუკეთესოა. მომავალში რა მოხდება არავინ იცის რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა ესეა და მერე უკეთ გამოჩნდება ვინ ვისზე უკეთესია.
0
№9
ავტორი: Jorbe-Jorbe
7 თებერვალი 2016 14:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ალბათ ვარჯიშებზე პერეირა უკეთესია ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top