"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ ლუკ შოუ მიმდინარე სეზონში თამაშს ევროპის ლიგის ფინალში შეძლებს.
"წითლები" ევროტურნირზე ასპარეზობას 18 თებერვალს "მიდტიულანდთან" დაპირისპირებით განაახლებენ, შოუ კი გუნდის განაცხადში მოხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში ტრავმირებული შოუს თამაში მიმდინარე სეზონში საეჭვოა და "იუნაიტედს" ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი 18 მაისს "სენტ იაკობ-პარკზე" მოსახვედრად, ჰოლანდიელს მიაჩნია, რომ ორივე მოვლენის დამთხვევა შესაძლებელია. "ფინალში თამაში შეუძლია, ხომ? შესაძლოა, თქვენ არ გჯერათ, მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელია, შოუმ ფინალში ითამაშოს. მას უკვე ვუთხარი.
წინასწარ არასდროს იცი. ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების შუა პროცესში ვართ. შესაძლოა, მისი გამოჯანმრთელება შენელდეს კიდეც, ასე რომ, უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ", - განაცხადა ვან გაალმა.