პრემიერ ლიგის 25-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სტადიონი: "სტემფორდ ბრიჯი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 25-ე ტური
თარიღი: კვირა, 7 თებერვალი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 20:00, (ჩვენი დროით)
"ჩელსი"
ტრავმირებულები: ფალკაო, რემი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: პედრო, როდრიგესი
განაცხადი: Courtois, Begovic, Ivanovic, Fabregas, Zouma, Rahman, Oscar, Hazard, Mikel, Traore, Kenedy, Pedro, Costa, Matic, Willian, Cahill, Terry, Blackman, Azpilicueta, Amelia, Loftus-Cheek
"ჩელსის" სასტარტო შემადგენლობას უნდა დაუბრუნდეს ედენ აზარი. საეჭვოა მატჩში პედროს მონაწილეობა, რადგან მცირე ტრავმა აქვს. რემი და ფალკაო კვლავ დაშავებულები არიან.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: შოუ, ვალენსია, როხო, შვაინშტაიგერი, იანგი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჯონსი
განაცხადი: De gea, Romero, Mcnair, Jones, Smalling, Borthwick-jackson, Varela, Darmian, Blind, Fellaini, Carrick, Schneiderlin, Herrera, Pereira, Januzaj, Lingard, Mata, Depay, Martial, Rooney.
"მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია იგივე შემადგენლობა გამოიყვანოს "ჩელსისთან", რაც "სტოკ სიტისთან" ჰყავდა. მცველი ფილ ჯონსი დაბრუნებასთან ახლოს არის და უკვე ვარჯიშობს გუნდთან ერთად.
"ჩელსი"
მე-13 ადგილი, 29 ქულაუკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-მ-ფ-ფ-მ-ფ
"ჩელსიმ" "სტემფორდ ბრიჯზე" ბოლო სამი შეხვედრა ფრედ დაასრულა. პრემიერ ლიგის ისტორიაში არასდროს უთამაშის გუნდს ზედიზედ 4-ჯერ ფრედ საშინაო არენაზე.
მიმდინარე სეზონში "ჩელსის" ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია აქვს 8 მატჩის ოდენობით, თუმცა ზედიზედ ორი გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებენ.
გუს ჰიდინკის ხელმძღვანელობით "ჩელსიმ" მხოლოდ ერთი მატჩი წააგო პრემიერ ლიგაში - 13 მოგება, 1 წაგება, 6 ფრე.
ჰიდინკი თავისი თანამემამულე ვან გაალის წინააღმდეგ არასდროს დამარცხებულა - 4 მოგება, 1 ფრე.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-5 ადგილი, 40 ქულაუკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-მ-ფ-მ-წ-მ
ამ მატჩში დამარცხება "იუნაიტედის" აქტივში 40 ქულას დატოვებს, რაც პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში გუნდის ყველაზე ცუდი შედეგი იქნება სეზონის მოცემულ ეტაპზე.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"ჩელსი"
წამყვანი ბომბარდირი: კოშტა - 10 გოლი (8 ლიგაში).
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირი: რუნი - 14 გოლი (7 ლიგაში).
უეინ რუნიმ პრემიერ ლიგის ბოლო 5 ტურში 5 გოლი გაიტანა - მეტი, ვიდრე წინა 25 შეხვედრაში (4).
რუნიმ "იუნაიტედის" მიერ პრემიერ ლიგაში გატანილი ბოლო 10 გოლიდან რვაში მიიღო მონაწილეობა - 5 გოლი, 3 საგოლე გადაცემა.
თუ მოედანზე ხუან მატა გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.
მატას პრემიერ ლიგის ბოლო 12 შეხვედრაში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია. ეს პრემიერ ლიგაში ასპარეზობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "სერიაა".
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 173-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება 72-ჯერ იზეიმა, "ჩელსიმ" 49-ჯერ, ხოლო 52 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
"ჩელსი" პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" წინააღმდეგ ბოლო 6 მატჩში არ დამარცხებულა და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა - 3 მოგება, 3 ფრე.
"იუნაიტედმა" "ჩელსის" სტადიონზე პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო - 1 მოგება, 4 ფრე, 8 წაგება.
"ჩელსი" ერთადერთი გუნდია პრემიერ ლიგაში, რომელსაც "იუნაიტედთან" მოგება-წაგებათა დადებითი ბალანსი აქვს - 16 მოგება, 13 წაგება, 18 ფრე.
"იუნაიტედმა" "ჩელსისთან" პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 25 შეხვედრიდან მხოლოდ 6 მოიგო.
ამ გუნდებს შორის "სტემფორდ ბრიჯზე" ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში მსაჯმა 4 წითელი ბარათი აჩვენა.
ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" ისტორიაში 50-ედ დაამარცხებს ყველა ტურნირზე.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები
გოლების საერთო რაოდენობა
საგოლე პოზიციები
გოლის გატანის დრო
ბარათები
პენალტები
სახლში და გასვლაზე
ლიგა: "იუნაიტედი" - 59 მოგება, "ჩელსი" - 43 მოგება, ფრე - 45.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 13 მოგება, "ჩელსი" - 16 მოგება, ფრე - 18.
"ჩელსის" სტადიონი
ლიგა: "ჩელსი" - 24 მოგება.
"იუნაიტედი" - 30 მოგება, ფრე - 19.
პრემიერ-ლიგა: "ჩელსი" - 10 მოგება.
"იუნაიტედი" - 5 მოგება, ფრე - 15
წინა ანალოგიური შეხვედრა
"ჩელსი" 1-0
"მანჩესტერ იუნაიტედი"შაბათი, 18 აპრილი, 2015 წელი
სწრებადობა: 41, 422
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გოლები "ჩელსის" რიგებში: ედენ აზარი 38'
მსაჯთა ბრიგადა
მთავარმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩში იმსაჯა, 66 ყვითელი და 5 წითელი ბარათი აჩვენა.
გვერდითი მსაჯები: სტიუარტ ბარტი, გარი ბესუიკი
სათადარიგო არბიტრი: კრეიგ პოუსონი