თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2016, 22:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2841,
კომენტარები: 13
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 25-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "სტემფორდ ბრიჯი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 25-ე ტური
თარიღი: კვირა, 7 თებერვალი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 20:00, (ჩვენი დროით)

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჩელსი"

ტრავმირებულები: ფალკაო, რემი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: პედრო, როდრიგესი
განაცხადი: Courtois, Begovic, Ivanovic, Fabregas, Zouma, Rahman, Oscar, Hazard, Mikel, Traore, Kenedy, Pedro, Costa, Matic, Willian, Cahill, Terry, Blackman, Azpilicueta, Amelia, Loftus-Cheek
"ჩელსის" სასტარტო შემადგენლობას უნდა დაუბრუნდეს ედენ აზარი. საეჭვოა მატჩში პედროს მონაწილეობა, რადგან მცირე ტრავმა აქვს. რემი და ფალკაო კვლავ დაშავებულები არიან.


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, ვალენსია, როხო, შვაინშტაიგერი, იანგი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჯონსი
განაცხადი: De gea, Romero, Mcnair, Jones, Smalling, Borthwick-jackson, Varela, Darmian, Blind, Fellaini, Carrick, Schneiderlin, Herrera, Pereira, Januzaj, Lingard, Mata, Depay, Martial, Rooney.

"მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია იგივე შემადგენლობა გამოიყვანოს "ჩელსისთან", რაც "სტოკ სიტისთან" ჰყავდა. მცველი ფილ ჯონსი დაბრუნებასთან ახლოს არის და უკვე ვარჯიშობს გუნდთან ერთად.


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჩელსი"


მე-13 ადგილი, 29 ქულა
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-მ-ფ-ფ-მ-ფ
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ჩელსიმ" "სტემფორდ ბრიჯზე" ბოლო სამი შეხვედრა ფრედ დაასრულა. პრემიერ ლიგის ისტორიაში არასდროს უთამაშის გუნდს ზედიზედ 4-ჯერ ფრედ საშინაო არენაზე.

მიმდინარე სეზონში "ჩელსის" ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია აქვს 8 მატჩის ოდენობით, თუმცა ზედიზედ ორი გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებენ.

გუს ჰიდინკის ხელმძღვანელობით "ჩელსიმ" მხოლოდ ერთი მატჩი წააგო პრემიერ ლიგაში - 13 მოგება, 1 წაგება, 6 ფრე.

ჰიდინკი თავისი თანამემამულე ვან გაალის წინააღმდეგ არასდროს დამარცხებულა - 4 მოგება, 1 ფრე.

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 40 ქულა
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-მ-ფ-მ-წ-მ
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ამ მატჩში დამარცხება "იუნაიტედის" აქტივში 40 ქულას დატოვებს, რაც პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში გუნდის ყველაზე ცუდი შედეგი იქნება სეზონის მოცემულ ეტაპზე.

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჩელსი"


წამყვანი ბომბარდირი: კოშტა - 10 გოლი (8 ლიგაში).

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: რუნი - 14 გოლი (7 ლიგაში).

უეინ რუნიმ პრემიერ ლიგის ბოლო 5 ტურში 5 გოლი გაიტანა - მეტი, ვიდრე წინა 25 შეხვედრაში (4).

რუნიმ "იუნაიტედის" მიერ პრემიერ ლიგაში გატანილი ბოლო 10 გოლიდან რვაში მიიღო მონაწილეობა - 5 გოლი, 3 საგოლე გადაცემა.

თუ მოედანზე ხუან მატა გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

მატას პრემიერ ლიგის ბოლო 12 შეხვედრაში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია. ეს პრემიერ ლიგაში ასპარეზობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "სერიაა".

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 173-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება 72-ჯერ იზეიმა, "ჩელსიმ" 49-ჯერ, ხოლო 52 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ჩელსი" პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" წინააღმდეგ ბოლო 6 მატჩში არ დამარცხებულა და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა - 3 მოგება, 3 ფრე.

"იუნაიტედმა" "ჩელსის" სტადიონზე პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო - 1 მოგება, 4 ფრე, 8 წაგება.

"ჩელსი" ერთადერთი გუნდია პრემიერ ლიგაში, რომელსაც "იუნაიტედთან" მოგება-წაგებათა დადებითი ბალანსი აქვს - 16 მოგება, 13 წაგება, 18 ფრე.

"იუნაიტედმა" "ჩელსისთან" პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 25 შეხვედრიდან მხოლოდ 6 მოიგო.

ამ გუნდებს შორის "სტემფორდ ბრიჯზე" ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში მსაჯმა 4 წითელი ბარათი აჩვენა.

ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" ისტორიაში 50-ედ დაამარცხებს ყველა ტურნირზე.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 59 მოგება, "ჩელსი" - 43 მოგება, ფრე - 45.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 13 მოგება, "ჩელსი" - 16 მოგება, ფრე - 18.


"ჩელსის" სტადიონი


ლიგა: "ჩელსი" - 24 მოგება. "იუნაიტედი" - 30 მოგება, ფრე - 19.

პრემიერ-ლიგა: "ჩელსი" - 10 მოგება. "იუნაიტედი" - 5 მოგება, ფრე - 15

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"ჩელსი" 1-0 "მანჩესტერ იუნაიტედი"

შაბათი, 18 აპრილი, 2015 წელი
სწრებადობა: 41, 422
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გოლები "ჩელსის" რიგებში: ედენ აზარი 38'

მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩში იმსაჯა, 66 ყვითელი და 5 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: სტიუარტ ბარტი, გარი ბესუიკი
სათადარიგო არბიტრი: კრეიგ პოუსონი
მატჩის წინ
13 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
5 თებერვალი 2016 22:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Shansi araa ar wavagebt.
0_1 marsiali shedebs
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 თებერვალი 2016 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჩელსი ცუდ ფორმაშია რა თქმა უნდა, მაგრამ სახში თამაშობს და გამარჯვება იოლი ნამდვილად არ იქნება. მთავარია ისე ვითამაშოთ როგორც სტოკთან და დარწმუნებული ვარ გოლების გატანას აუცილებლად მოვახერხებთ. არა მგონია ჩელსიმ დაცვითი ტაქტიკა აირჩიოს, რადგან დასაკარგი ფაქტიურად არაფერი აქვთ, ეს კი ჩვენ სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ. ფლნაგები უნდა დაიტვირთოს აუცილებლად, რომ ჩელსის საჯარიმოსთან თავისუფალი ზონები გაჩნდეს. ივანოვიჩს მგონი არ უნდა დაადგეს კარგი დღე... winked wink


ისე კი ეს ოლივერი მაგრად არ მევასება რაა areyoukiddingme
0
№3
ავტორი: t123123
5 თებერვალი 2016 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
უნდა მოუგოოთთ!!!!!!
0
№4
ავტორი: GeorgeBest
5 თებერვალი 2016 23:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯონსი რომც დაბრუნდეს არ უნდა შეცვალოს დაცვის ხაზი. ბლინდი-სმოლინგის დუეტი უკვე ჩამოყალიბდა რაღაცად ასე თუ ისე. ახლადდაბრუნებული ჯონსის დაყენება არამგონია კარგი იყოს

მთავარია მატა ისევ თავის პოზიციაზე იდგეს, მემფისის ან იანუზაის დაყენებაც შეიძლება, თუმცა ლინგარდმა წინა თამაშით დაიმკვიდრა ალბათ ადგილი
0
№5
ავტორი: Mufc7
5 თებერვალი 2016 23:47
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
წინა თამაში როგორც ჩავატარეთ, მაგაზე ნაკლებს არ ველი! wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: Lady in red
6 თებერვალი 2016 12:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
თუ ოთხეულისთვის ბროლა უნდათ ეს თამაში უნდა მოვიგოთ,არც ფრე გვაწყობს და წაგება მითუმეტეს,დიდი იმედი მაქვს კარგად ითამაშებენ
0
№7
ავტორი: RojoDiablo
6 თებერვალი 2016 14:15
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჰიდინკმა მართლა შეცვალა გუნდი. არ მეგონა, მაგრამ შეძლო. შეცვალა თამაშის მხრივ, მაგრამ პრობლემები საერთოდ არ მოუგვარებია. დაცვა ძალიან სუსტი წერტილი აქვთ და მარჯვენა ფლანგი ყველაზე მეტად. ენტონი ბევრ რამეს გადაწყვეტს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: dato321dato
6 თებერვალი 2016 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
Mgonia ro movigebt da nelnela moumatebs gundi sharshanac igive situacia iyo meore wreshi moumates da xarisxic gaumjobesda welsac igive tumoxda kargi.iqneba
0
№9
ავტორი: Jorbe-Jorbe
7 თებერვალი 2016 14:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მარსიალის გოლი დადეთ დღეს !
0
№10
ავტორი: Giggsy
7 თებერვალი 2016 15:41
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
ციტატა: ვახო ( G G M U)


ისე კი ეს ოლივერი მაგრად არ მევასება რაა areyoukiddingme

ეგ ვის ევასება :დდდდდდდდდდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top