ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ პოზიტიური ამბები გაავრცელა და განაცხადა, რომ "გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა".
ფილ ჯონსი, რომლიც მიმდინარე თვეში თავის 24-ე დაბადების დღეს აღნიშნავს, პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და "ჩელსისთან" თამაშისთვის მზად არის.
დიდი ხნის წინ ტრავმირებული მარკოს როხო, ლუკ შოუ და ანტონიო ვალენსიაც პროგრესს განიცდიან გამოჯანმრთელების პროცესში, ხოლო ბასტიან შვაინშტაიგერი კვლავ მკურნალობს.
"გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. ჯონსი ბრუნდება. დღეს პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა, რაც კარგია. როხოც კარგად არის. ჯერ ვერ ვარჯიშობს ჩვენთან ერთად, მაგრამ კარგად გრძნობს თავს. შოუც კარგად არის და ვალენსიაც ასევე, ასე რომ, ცუდი არ არის. შვაინშტაიგერი ჯერ კიდევ უქმობს, დიახ", - განაცხადა ვან გაალმა.
ეშლი იანგი ტრავმირებულთა რიგებშია ასევე. მარუან ფელაინის ტრავმის შესახებ კი, რომელმაც "სტოკ სიტისთან" მატჩში "ოლდ ტრაფორდი" ნაადრევად დატოვა, ვან გაალს არაფერი უთქვამს.