უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართა მიერ იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
კაპიტანმა იანვარში 6 გოლი გაიტანა და ორ თანაგუნდელ ენტონი მარსიალსა და კამერონ ბორტუიკ-ჯექსონს გამოკითხვაში აჯობა.
რუნიმ 2016 წელი "სუონსის" კარში გატანილი ბრიწყინვალე გოლით დაიწყო, როცა ენტონი მარსიალის გადაცემა ქუსლით გადაგზავნა მეტოქის ბადეში. მომდევნო გოლი "შეფილდ იუნაიტედს" ინგლისის თასის მესამე რაუნდში გაუტანა, რასაც დუბლი მოჰყვა "ნიუკასლსთან" 3-3 დასრულებულ შეხვედრაში.
კლუბის მეორე საუკეთესო ბომბარდირმა გამარჯვების გოლი გაიტანა "ლივერპულის" კარში, "დერბი ქაუნთის" კი ინგლისის თასზე ანგარიში გაუხსნა.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.