"ბარსელონას" თავდამსხმელის, ნეიმარის მამა აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას 190 მლნ. ევროს (144 მლნ. ფუნტი) რაოდენობის შეთავაზება გაუკეთა კატალონიურ კლუბს.
"წითელი ეშმაკები" მზად იყვნენ მსოფლიო რეკორდი დაემყარებინათ ფეხბურთელში გადახდილი თანხის რაოდენობით და ამ გზით ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა გადაეხადათ, მაგრამ კლუბმა და ფეხბურთელმა თანამშრომლობის გაგრძელება ისურვეს.
ნეიმარის მამა: "მანჩესტერ იუნაიტედი" არის გუნდი, რომელმაც 190 მლნ. ევრო შემოგვთავაზა ნეიმარისთვის. მას ჯერ კიდევ ორი წელი აკავშირებს კონტრაქტის მიხედვით, მაგრამ ყველას შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან ჩემი შვილი აქ ბედნიერია".
"იუნაიტედმა" გასულ ზაფხულს ტრანსფერებზე 108 მლნ. ფუნტი დახარჯა, თუმცა ანხელ დი მარიას გაყიდვის შედეგად ამ თანხის უმეტესი ნაწილი უკანვე დაიბრუნა.
მას შემდეგ, რაც "წითელმა ეშმაკებმა" ნეიმარის შეძენა სცადეს, ბრაზილიელმა 27 მატჩში 21 გოლი გაიტანა "ბლაუგრანას" რიგებში.