თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2016, 12:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2854,
კომენტარები: 10
ერერა: "ხანდახან საკუთარი თავის მრცხვენია"
ანდერ ერერამ გოლების ემოციურ აღნიშვნაზე ისაუბრა.
ერერა:
ანდერ ერერამ აღნიშნა, რომ რცხვენია, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლების აღნიშვნის ვიდეოს მომდევნო დღეს უყურებს, მაგრამ ემოციას ვერ იკავებს, როცა გუნდს მნიშვნელოვან მატჩში გამარჯვების გოლი გააქვს.

ესპანელი ერთადერთი ფეხბურთელი არ არის, რომელიც გულშემატკივარს გამორჩეული მომენტებით ამარაგებს, მაგრამ კამერამ არაერთხელ შეამჩნია მისი აფექტური მდგომარეობა, მათგან გამორჩეული კი "უოტრფორდთან" მატჩში ტროი დინის ავტოგოლის, "ლივერპულთან" მატჩში კი უეინ რუნის გოლებით გამოწვეული ემოციებია.



"იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას ერერამ ემოციურ აღნიშვნაზე ისაუბრა და ფილ ჯონსის, მაიკლ კერიკისა და მარკოს როხოს მსგავსად გულშემატკივართან ერთად ტრიბუნიდან მატჩის ყურების სურვილი გამოთქვა.

"ხანდახან, როცა საკუთარ თავს ვუყურებ, მრცხვენია, რადგან ემოციებს ვერ ვაკონტროლებ. როგორც მაგალითად, "უოტფორდთან" გამარჯვების ან "ლივერპულის" კარში მე-80 წუთზე გატანილი გოლის შემდეგ, რაც ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველგან გამარჯვებისთვის უნდა ჩავიდეთ და ფანებს საამაყო მივცეთ. ამიტომაც მაქვს ასეთი რეაქცია. ამ თამაშის მიმართ უდიდეს ვნებას განვიცდი და ყოველთვის ამას ვამბობ, როცა ასეთ დიდ გუნდში ვთამაშობ, იქ ყოფნა მაქსიმალურად დიდხანს გსურს. როცა გოლი გაგაქვს და გუნდი იმარჯვებს, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა და საქმე კარგად მიდის, მე კი მინდა, ამის მონაწილე ვიყო. არაფერია ამ მომენტით გამოწვეულ გრძნობაზე უკეთესი".


რა თქმა უნდა, "ენფილდზე" გატანილი რუნის გოლი უდიდესი ემოცია იყო, როცა მარუან ფელაინის თავურის შემდეგ ბურთის ძელზე მოხვედრამ წამიერი იმედგაცრუება გამოიწვია.

"მართლაც ასეა. ფელაინის თავურს აღვნიშნავდი და ოდნავ იმედგაცრუებული დავრჩი, როცა ბურთი ხარიხას მოხვდა, მაგრამ უაზა იქვე იყო და ფანტასტიკური გოლი გაიტანა ჩვენი გულშემატკივრის წინაშე. ეს გოლი გავიდა იქ, სადაც ჩვენი გულშემატკივრები იმყოფებოდნენ, ასე რომ, არაფერია უკეთესი, ვიდრე ეს გრძნობა.

მეც მინდა გულშემატკივართან ერთად ტრიბუნაზე ყოფნა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ტრავმა უნდა მივიღო, მე კი იმედი მაქვს, რაც შეიძლება მეტ მატჩს ჩავატარებ. რა თქმა უნდა, ძალიან სასაცილო იყო ფილ ჯონსის ხილვა ტელევიზიით. ძალიან, ძალიან სასაცილო! გასახდელ ოთახში ამაზე დავცინოდით. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ყველანი ჩართულები ვართ - ყველას გვინდა მაქსიმუმი გავიღოთ გუნდისთვის როცა ვთამაშობთ და მაშინაც, როცა არ ვთამაშობთ, ჩვენ კარგი ჯგუფი ვართ. გვინდა, ჩვენს გულშემატკივრებს საამაყო მივცეთ და ეს კლუბი კვლავ საუკეთესო გავხადოთ, ასე რომ, ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა მაიკლი, ჯონაჰი და მარკოსი ჩვენს გულშემატკივართან ერთად გოლის აღნიშვნისას ვიხილე. ფანტასტიკა".


როცა ჰკითხეს, ასეთივე რეაქცია ჰქონდა თუ არა, როცა ანდრეს ინიესტამ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა, ერერამ უპასუხა: "რა თქმა უნდა. მატჩს ჩემს მეგობრებთან ერთად ვუყურებდი. ამის ვიდეო არ არსებობს, მაგრამ რომ არსებობდეს, ძალიან, ძალიან გიჟური იქნებოდა!"

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 თებერვალი 2016 13:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მე მაგალითად ძაან მისწორდება ხოლმე ერერას აღნიშვნები, რადგან ეტყობა, რომ გულიდან წამოსული რეაქციაა და მართლა უხარია ამ კაცს მანჩესტერის წარმატება love

იმედია იუნაიტედში ბევრ გოლს აღნიშნავ ანდერ winked
0
№2
ავტორი: Mufc7
5 თებერვალი 2016 13:18
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რა საყვარელია love იმდენად გულწრფელი ემოციებია, რომ ერთხელ ყურება არ მყოფნის ხოლმე და ვუყურებ მერე რამდენჯერმე feel ბედნიერი და ამაყია ამ გუნდში ყოფნით love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Zeba
5 თებერვალი 2016 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
wink ძალიან მაგარი კაცი love love უყვარს ამ კაცს იუნატედი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll Never Die, We'll Never Die, 
We'll Never Die, We'll Never Die, 
We'll Keep The Red Flag Flying High, 
Cos Man United Will Never Die...
№4
ავტორი: Count Alucard
5 თებერვალი 2016 13:43
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ნეტა ყველა ასეთი მოდომებული და ემოციური იყოს... ანდერი გრძნობს თამაშს და ხვდება რამდენს ნიშნავს თითოეული მატჩი ჩვენთვის და დანარჩენებს რამდენად ესმით ეს საკითხავია...
0
№5
ავტორი: Lady in red
5 თებერვალი 2016 13:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
მიყვარს ერერა, ძალიან მონდომებულია ხოლმე და ეტყობა რომ უყვარს იუნაიტედი
0
№6
ავტორი: hypervenom
5 თებერვალი 2016 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ეს კაცი სულ ჩიჩარიტოს მახსენებს ჩიჩაც ყოველთვის ემოციური იყო და სიგიჟემდე უყვარდა უნაიტედი იმედია ყველა ჰერერას მიბაძავს
0
№7
ავტორი: AkkRed
5 თებერვალი 2016 14:10
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მაგარი კაცია, იმენა ჟილკიანი გუნდის სიყვარულით ავსებული, მოკლედ ისეთი როგორიც მანჩესტერს ეკადრება
0
№8
ავტორი: GeorgeBest
5 თებერვალი 2016 14:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცოტა ემოციური მარსიალის გახადეთ და მერე ერთად ირბინეტ გოლებზე
0
№9
ავტორი: RojoDiablo
5 თებერვალი 2016 18:58
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მოსვლის დღიდან მაგრად მიყვარს და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია დღევანდელ გუნდში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Jorbe-Jorbe
7 თებერვალი 2016 14:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ემოციებიდან ჩანს, თუ რამდენად უყვარს იუნაიტედი. ❤
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top