თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2016, 19:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3682,
კომენტარები: 16
ევროპის ლიგის განაცხადი
ევროტურნირის განაცხადში ახალი ფეხბურთელი მოხვდა.
ევროპის ლიგის განაცხადი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი რეგან პული ევროპის ლიგის თავისი გუნდის განაცხადში მოხვდა.

17 წლის პული "იუნაიტედს" დიდი ხანია ეკუთვნის, მაგრამ აქამდე ეროვნებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო თამაში ეკრძალებოდა, თუმცა 21-წლამდელთა გუნდში "ევერტონის" წინააღმდეგ ითამაშა.

თინეიჯერი "იუნაიტედს" "ნიუპორტ ქაუნთიდან" შეუერთდა, სადაც კლუბის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ახალ კლუბში კი 41-ნომრიანი მაისური მიიღო.

უეფა-ს წესების მიხედვით ევროპის ლიგაზე გუნდებს განაცხადში 25 ფეხბურთელზე მეტის შეყვანის უფლება არ აქვთ, მათგან კი აუცილებელია, რომ რვა ფეხბურთელი ადგილობრივი იყოს, კარდიფში დაბადებული პული კი არც "კლუბის ნავარჯიშები" ფეხბურთელია და არც "ასოცირებული მოთამაშე".

ევროპის ლიგის განაცხადი


პედი მაკნეირი, კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი და ანდრეას პერეირა ასევე ვერ მოხვდნენ განაცხადში.

"იუნაიტედის" სრული შემადგენლობა ევროპის ლიგაზე

მეკარეები: დე ხეა, რომერო, ჯონსტონი

მცველები: ჯონსი, როხო, სმოლინგი, შოუ, ვარელა, დარმიანი, პული

ნახევარმცველები: მატა, კერიკი, ბლინდი, იანგი, ერერა, ვალენსია, ფელაინი, შნეიდერლინი, შვაინშტაიგერი, ლინგარდი.

თავდამსხმელები: რუნი, მარსიალი, მემფისი, კინი

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 თებერვალი 2016 19:56
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
შოუ და როხო და ანტონიო რომ შეიყვანა, ვითომ გამოჯანმრთელდებიან მანამდე? ცოტა უცნაური გადაწყვეტილებაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
4 თებერვალი 2016 20:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კინს ეღირსება მგონი თამაში
0
№3
ავტორი: MUfan#1
4 თებერვალი 2016 20:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
შოუს ნაცვლად ჯექსონი რატო არ შეიყვანა?
0
№4
ავტორი: redarmy10
4 თებერვალი 2016 20:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ჯექსონის გარდა ყველა არის და თუვერმოიგეს იმედია სირცხვილს მაინც არგვაჭმევენ და ისე გამოვარდებიან
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 თებერვალი 2016 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შოუს შეყვანის აზრს ვერ ვხვდები რაა belay
0
№6
ავტორი: red devil
4 თებერვალი 2016 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ბორტუკა რატომ არ შეიყვანა კარგად ყომარობს
0
№7
ავტორი: Wardell
4 თებერვალი 2016 21:36
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ჯექსონი? პერეირა? იანუზაი? ვერ მივხვდი ცოტა :/
0
№8
ავტორი: MUfan#1
4 თებერვალი 2016 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Wardell,
იანუზაი მართლა სადაა? ეს ლუიმ არ შეიყვანა თუ წესების გამო ვერ მოხვდნენ?
0
№9
ავტორი: Wardell
4 თებერვალი 2016 22:44
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
MUfan#1,
ააა ხო მართალი ხარ იანუზაი დორტმუნდის განაცხადში იყო :/ მარა პერეირა? ჯექსონა? :(
0
№10
ავტორი: Giggsy
4 თებერვალი 2016 22:50
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
Wardell,
ევროპა დაწყებული იყო რო გადმოვიდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top