მარუან ფელაინი დარწმუნებულია, რომ სავარჯიშო სესიებზე რაიან გიგზთან ერთად მუშაობის შედეგად თავის მიზანს მიაღწევს და სეზონში შვიდ გოლს კვლავ გაიტანს.
ბელგიელმა 24 მატჩში 2 გოლი გაიტანა, პირველად, როცა "ბრიუგეს" კარი აიღო ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ხოლო მეორედ, როცა "ბორნმუთს" გაუთანაბრა ანგარიში.
"იუნაიტედის" ოფიციალური ჟურნალისთვის ინტერვიუს მიცემისას ფელაინის ჰკითხეს, შორეულ ძელთან ვარჯიშის რაიმე განსაკუთრებული მეთოდი თუ ჰქონდა, რაზეც უპასუხა: "დიახ, ხანდახან ვარჯიშებზე ამაზეც ვმუშაობთ და გიგზთან ერთად სხვა ფეხბურთელებიც მეხმარებიან. ბურთს მიწვდიან, მე კი უნდა გავიტანო.
იმედი მაქვს, შვიდ ან მეტ გოლს გავიტან. ყოველთვის კარგია გატანა, მაგრამ ამ სეზონში ბევრჯერ ავაცილე, ჩემი აზრით. უამრავი შანსი მქონდა, მაგრამ ყოველთვის ან ხარიხას ვურტყამდი ან მეკარე იღებდა. ზოგჯერ იღბალზეა ყველაფერი დამოკიდებული, ის კი ზურგს გაქცევს.
ვიცი, რომ ყველაფერი გამოსწორდება, რადგან იღბალიც ჩემს მხარეს იქნება. ბოლო რამდენიმე მატჩში გოლის გატანის კარგი შანსი მქონდა, მაგრამ ან მეკარე მეღობებოდა ან ბურთს იღებდა. ესეც ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ იმედი მაქვს, იღბალი ჩემს მხარეს იქნება. ვიცი, რომ ასე იქნება".