ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ როცა ენტონი მარსიალი სათამაშო ფორმის პიკს მიაღწევს, თვითონ კლუბს დატოვებს.
ფრანგი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა "სტოკ სიტისთან", რამეთუ გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
ვან გაალს კი, რომელიც მარსიალის ასეთ ნაადრევ წარმატებას არ ელოდა, ფიქრობს, რომ ენტონი უკეთესი გახდება.
"ძალიან გასაკვირია. მოდიხარ საფრანგეთის ლიგიდან, მიდიხარ პრემიერ ლიგაში და ამას აკეთებ 20 წლის ასაკში, გაქვს უდიდესი პოტენციალი, მაგრამ როცა იგი თავის პიკს მიაღწევს, მე აღარ ვიქნები მწვრთნელი", - განაცხადა ვან გაალმა.
მარსიალის ბრწყინვალე ფორმამ გულშემატკივრებში მისი თავდასხმის ცენტრში გადაყვანის მოთხოვნილება გააჩინა, მაგრამ ვან გაალი აღნიშნავს, რომ 20 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ვინგერის როლში გვევლინება, ცენტრალურ როლს არ დაუბრუნდება.
"ეს გუნდის მდგომარეობაზე, ხელმისაწვდომ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში უფრო მოსწონს, ვიდრე იქ, სადაც ახლა თამაშობს, მაგრამ იგი სხვაგან მჭირდება. როცა ამგვარად თამაშობს, არ შევცვლი. იგივე ეხება რუნის, იგივე ეხება მატას. არ ვცვლი".