"მანჩესტერ იუნაიტედში" ახლო წარსულში მოთამაშე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელების სტატისტიკური მონაცემები.
ენტონი მარსიალი კვირას "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 30-ე მატჩს ჩაატარებს.
იშვიათობაა, როცა 20 წლის ფეხბურთელზე შეგიძლია თქვა, რომ მომდევნო შეხვედრას აუცილებლად სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარებს. მაგრამ თუ არ მიიღებს ტრავმას ვარჯიშზე ან არ მოხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევა, ფრანგი "სტემფორდ ბრიჯზე" სასტარტო შემადგენლობაში იქნება. აი რამდენად ენდობა ვან გაალი მას.
"იუნაიტედს" ისტორიულად ახასიათებს ახალგაზრდებზე დაყრდნობა - იქნება ეს შეძენილი თუ აკადემიის ფეხბურთელი. მაგრამ ცოტას თუ მოუხდენია ისეთი ეფექტი, როგორიც მარსიალს.
სამშაბათს ღამით "მონაკოდან" გადაბირებულმა ფეხბურთელმა "იუნაიტედის" რიგებში 29-ე მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 26 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.
უეინ რუნიმ, 2004 წელს 18 წლის ასაკში "ევერტონიდან" შეძენილმა ფეხბურთელმა თავისი პირველი 29 მატჩიდან 26 ასევე სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა 30-მატჩიან ნიშნულს მარტამდე ვერ მიაღწია, ხოლო მარსიალი ამას თებერვალში გააკეთებს. კრიშტიანუ რონალდუმ პირველი 29 მატჩიდან კი მხოლოდ 17 დაიწყო სასტარტოში.
ენტონი მარსიალის სტარტი (2015/16)
მარსიალის გოლების რაოდენობაც აჭარბებს რონალდუს გოლების რაოდენობას "იუნაიტედში" გატარებული პერიოდის იმავე ეტაპზე. "ოლდ ტრაფორდზე" "სტოკ სიტის" წინააღმდეგ გატანილი გოლი მეცხრე გამოდგა მარსიალისთვის, ხოლო რონალდუს იმავე პერიოდში მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა.
რუნი, რომელიც უახლოეს პერიოდში სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს დაამხობს, 29 მატჩის შემდეგ გატანილი გოლების რაოდენობით მარსიალსა და რონალდუს აჭარბებდა 15 გოლით.
კრიშტიანუ რონალდუს სტარტი (2003/04)
ის არაფერს ნიშნავს, რომ რუნიმ თავისი პირველი სეზონის უდიდესი ნაწილი თავდამსხმელის პოზიციაზე გაატარა, ხოლო რონალდუმ და მარსიალმა ძირითადად ფლანგზე.
მარსიალს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ რუნის ან რონალდუს დარ წარმატებას მიაღწიოს "იუნაიტედში".
უეინ რუნის სტარტი (2004/05)
"ოლდ ტრაფორდზე" გატარებული 12 სეზონის განმავლობაში რუნი ახერხებდა და ჯერ კიდევ ახერხებს გოლების გატანას, ხოლო რონალდუმ 2007/08 წლებში ჩატარებულ 49 მატჩში 42 გოლი გაიტანა, რითაც გუნდს პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულები მოაგებინა, მოგვიანებით კი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად გაიყიდა.
მარსიალს ჯერ აქამდე ბევრი უკლია, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თვის ფონზეც ჩანს, რომ ამის უნარი აქვს.
წყარო:
M.E.N.