დავიდ დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედს" ამჟამინდელი სათამაშო დონის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
"წითელმა ეშმაკებმა" 5 დღეში ჩატარებულ ორ მატჩში 3-3 გოლი გაიტანეს, ესპანელმა მეკარემ კი მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და "სტოკ სიტისთან" კარის "მშრალად" შენახვა მიმდინარე სეზონში მე-12 გამოდგა "იუნაიტედისთვის", კონკრეტულად დე ხეასათვის კი მე-9. დარჩენილი სამი სერხიო რომეროს ანგარიშზეა.
"შედეგითა და სამი ქულით ბედნიერი ვარ. ნამდვილად კარგი თამაში ვაჩვენეთ. "სტოკი" შანსებს ვერ ქმნიდა, ჩვენ კი გოლი არ გავუშვით.
"სტოკი" დიდებული გუნდია, პრემიერ ლიგაში კი ყოველთვის რთულია კარის "მშრალად" შენახვა, მაგრამ ეს გადამაწყვეტი აღმოჩნდა. ახლა ეს დონე უნდა შევინარჩუნოთ.
ვეცადეთ, რაც შეიძლება მალე გაგვეტანა და მოვახერხეთ. ნაადრევმა გოლმა საქმე გაგვიადვილა. ამ სეზონში ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო, მაგრამ ამ შედეგის შენარჩუნება გვჭირდება როგორც უკვე ვთქვი, რადგან შეტევაში ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს - სწრაფი, ძლიერი და ბევრი გოლის გამტანები.
თვითრწმენას ყოველთვის განვიცდით. ბოლო თამაშებში გატანილი სამი გოლი კი ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო.
"სტოკთან" გამარჯვება კვირის შესანიშნავი დასაწყისია და ეს სამი ქულა გვჭირდებოდა. ასე უნდა ვიბრძოლოთ და ვითამაშოთ, შედეგად კი უფრო მეტ მატჩს მოვიგებთ".