თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2016, 08:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3263,
კომენტარები: 10
ლინგარდი: "ჯექსონმა ხელი შემიშალა"
ჯესი ლინგარდმა ახალგაზრდა მცველისადმი წყენა არ დაფარა.
ლინგარდი:
ჯესი ლინგარდს მიაჩნია, რომ კამერონ ბორტუიკ-ჯექსონის თამაში 10-დან 10 ქულას იმსახურებს, თუმცა არ დამალა, რომ მისი მოუთმენლობით ნაწყენი დარჩა.

"სტოკ სიტისთან" მატჩში გატანილი პირველი გოლის ავტორს მარცხენა მცველმა გაუკეთა საგოლე გადაცემა, რაც "იუნაიტედის" პირველ გუნდში გაკეთებული პირველი შედეგიანი პასი გამოდგა, ამ გზით კი 19 წლის ფეხბურთელმა დაბადების დღე აღნიშნა.

"კამერონი შემდგარი ფეხბურთელია. იგი მოვიდა, ჩაატარა რამდენიმე მატჩი პირველ გუნდში და ახლა აქვს საჭირო გამოცდილება. გუნდს კარგად მოერგო და ყველაფერს კარგად აკეთებს.

მას შემდეგ, რაც 18-წლამდელთა გუნდში პირველად ვნახე, უფრო სწრაფი და გაბედული გახდა. ძალიან მშვიდი და შემდგარი ბიჭია, შესანიშნავი ჩაწოდება აქვს და წინაც ხშირად მიიწევს. მისი დაცვის უნარი 10-ქულიანი შეფასების სისტემით 10 ქულას იმსახურებს, ე.ი. ამჟამად ძალიან კარგად თამაშობს".


გოლის გატანის შემდეგ ლინგარდმა დაბ აღნიშვნის კიდევ ერთი მაგალითი შემოგვთავაზა, რომელიც განსხვავდებოდა "ნიუკასლ იუნაიტედთან" ნაჩვენები ცეკვისგან: "კამერონმა ხელი შემიშალა, სიმართლე გითხრათ! ის, რასაც მე ვაკეთებ, პატარა ცეკვაა, სახელად "დაბი".

აკადემიაში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელთაც პირველ გუნდში თამაშის საშულება მიიღეს, 23 წლის ფეხბურთელს კი იმედი აქვს, რომ ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.

"მწვრთნელს ახალგაზრდები მოსწონს და როცა შანსი გვაქვს, მას ვიღებთ. ასე რომ, ვერავითარ მიზეზს ვერ ვხედავ იმისა, თუ რატომ ვერ უნდა მოახერხოს სხვა ვინმემ იგივეს მიღწევა"

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
4 თებერვალი 2016 09:31
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გუნდში დაბს მგონი მხოლოდ ეს და დეპაი ცეკვავენ
0
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
4 თებერვალი 2016 09:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
შენ გოლები იტანე კაცო და მერე თუ გინდა "ხანჯლური" იცეკვე
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 თებერვალი 2016 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ხოო აშკარად ეტყობოდა, რომ ლინგარდს რაღაცის გაკეთება უნდოდა და ჯეკსონის ხელებისგან განთავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ ვინ გაუშვა wink
0
№4
ავტორი: ViDa
4 თებერვალი 2016 10:38
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ეს ქალაჩუნა სირბილი რო არ ქონდეს კაი მუჟიკი მცველი იქნება ეს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
4 თებერვალი 2016 10:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ViDa,
ვან პერსისაც დაახლოებით ეგეთი მანერა აქვს სირბილის
0
№6
ავტორი: RojoDiablo
4 თებერვალი 2016 10:56
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვილიანის სახით ჯექსონს ძალიან რთული გამოცდა ექნება და იქ ვნახავთ რა შეუძლია. აქამდე ასეთი მეტოქე არ ჰყოლია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: DRJBECKHAM
4 თებერვალი 2016 11:02
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ძალიან მომწონს ჯექსონი აი ძალიან, ერთადერთი რაც ვან განდონს კარგი აქვს ახალგაზრდების აღმოჩენა შეუძლია.
0
№8
ავტორი: chudikone
4 თებერვალი 2016 12:26
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
პოგბამ დარეკა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: GeorgeBest
4 თებერვალი 2016 14:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვან გაალმა პირველად ამაზე რომ გააკეთა კომენტარი როცა ვანხე დიდი შტაბეჭდილება დატოვაო ჩემზეო. ერთადერთ კარგს რაც ამაში ვხედავ ჯერ ისაა რომ თავდაჯერებულია და პრემიერ ლიგაში ესეთი ბულკი დაცვით ზოგჯერ გვ იმართლებს თორე უსუსტესი გუნდია
0
№10
ავტორი: Count Alucard
4 თებერვალი 2016 14:39
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
შოუს დაბრუნების მერე დაიჩაგრება კამერონი თორე ძალიან აკრგი მცველია...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top