"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა განაცხადა, რომ კლუბისთვის თამაში "ოცნების ახდენაა" და მიმდინარე სეზონში მეტი გოლის გატანა სურს.
ჯესი ლინგარდმა "იუნაიტედის" მაისურით მესამე გოლი გაიტანა, როცა "სტოკ სიტის" წინააღმდეგ მატჩში ანგარიში გახსნა.
"წითელი ეშმაკების" ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბარში ჯესიმ აღნიშნა, რომ პირველ გუნდში თამაში მისი უმთავრესი მიზანი იყო.
"რა თქმა უნდა, ეს ჩემი მთავარი მიზანი იყო, როცა პატარა ვიყავი, ასე რომ, ახლა ყოველ კვირაში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურის მორგება და პრემიერ ლიგაში თამაში ოცნების ახდენაა. ამ ოცნებით ვცხოვრობ, მაგრამ ვიცი, რომ უფრო მეტი უნდა ვიშრომო, რადგან სხვებიც იბრძვიან ჩემი ადგილისთვის, ასე რომ, გოლები უნდა გავიტანო და შანსები შევქმნა"
როცა ბოლო კვირებში გუნდის გაუმჯობესებულ თამაშზე ჰკითხეს, ლინგარდმა განაცხადა: "თავისუფლება და დიდი ენერგია გვქონდა გუნდში. ჩვენ მაყურებელთა გასამხიარულებლად გავედით და ამ გამარჯვების შემდეგ ტვირთი მოგვეხსნა, ახლა შეგვიძლია უბრალოდ ფეხბურთი ვითამაშოთ.
ვიცით, რომ რაც უფრო დიდხანს დაგვიჭერენ მხარს გულშემატკივრები, უფრო შორს წავალთ. ბოლო დროინდელი კრიტიკა მძიმე იყო, მაგრამ მატჩებზე უნდა ვიფიქროთ.
ჩვენ მატჩების ჩატარება გვევალება და როგორც ვხედავთ, უდიდესი ხასიათი გამოვავლინეთ "დერბისა" და "სტოკის" წინააღმდეგ. ახლა მომდევნო სამი ქულის აღებაზე ვფიქრობთ".