პრემიერ ლიგის 24-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე "სტოკ სიტის" დაუხვდა და ძალიან დამაჯერებლად, ანგარიშით 3-0 დაამარცხა მეტოქე. სამივე გოლში მონაწილეობა "იუნაიტედის" ესპანელმა ნახევარმცველმა, ხუან მატამ მიიღო, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ ჩვეულ 10-იანის პოზიციას იკავებს და საკმაოდ კარგადაც გამოიყურება.
მიმდინარე სეზონის უმეტესობა ხუანმა მარჯვენა ფლანგზე გაატარა, სადაც ძალიან ხშირად შეუმჩნეველი იყო. გამთამაშებლის პოზიციაზე გამწესების შემდეგ კი ვან გაალი მისგან ყოველ მატჩში მოწოდების სიმაღლეზე ყოფნას ითხობს, თუკი მატას ძირითად შემადგენლობაში ყოფნა სურს.
"მან ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა და სწორედ ეს მსურს ვიხილო მისგან."- განაცხადა ვან გაალმა. "როდესაც ის ისე თამაშობს, როგორც ეს დღეს ვიხილეთ, იგი 10-იანის პოზიციაზე უკონკურენტოა, თუმცა ეს მან ყოველ მატჩში უნდა გააკეთოს.
ჩემი კაპიტანიც კი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ღირსია ძირითადის - ახლა ყველას ავიწყდება, რომ "სტოკის" წინააღმდეგ გასვლით შეხვედრაში იგი სათადარიგო იყო.
ეს ყოველთვის ასე. ყველა მოთამაშემ ვარჯიშზე თუ თამაშზე უნდა დაამტკიცოს, რომ იგი ნამდვილად ღირსია სასტრარტოსი და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს თამაშს. როდესაც მატა ასე თამაშობს, მე ვერანაირად ვერ ვეტყვი მას: "წადი, სკამზე დაჯექი."
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.