გუშინ პრემიერ ლიგის 24-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს "მანჩესტერ იუნაიტედმა" საშინაო არენაზე "სტოკ სიტის" უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე ვან გაალის გუნდმა პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებული საშინაო მატჩების პირველ ნახევარში მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო.
შეხვედრაში მასპინძლები სწრაფადვე დაწინაურდნენ და 23-ე წუთისთვის უკვე 2 ბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ მეტოქეს. მე-14 წუთზე ჯესი ლინგარდმა მოახერხა მეტოქის კარის აღება, ზუსტად 9 წუთში ენტონი მარსიალმა ულამაზესი დარტყმით ანგარიში 2-მდე გაზარდა.
მეორე ტაიმში უპირატესობას კვლავ "წითელი ეშმაკები" ფლობდნენ. 53-ე წუთზე უეინ რუნიმ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და "იუნაიტედის" მაისურით თავისი 244-ე გოლი გაიტანა.
მანჩესტერ იუნაიტედი - სტოკ სიტი 3-0
გოლები: ლინგარდი (14'), მარსიალი (23'), რუნი (53') გაფრთხილებები: დარმიანი, მარტიალი – აირლანდი სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-24 ტური თარიღი: სამშაბათი, 2 თებერვალი, 2016 წელი მთავარი მსაჯი: როჯერ ისტი
შემადგენლობები:
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, სმოლინგი, ბლინდი, დარმიანი, ბორთუიკ-ჯექსონი, ფელაინი (ერერა 80'), კერიკი, მატა (პერეირა 88'), ლინგარდი, რუნი, მარსიალი (დეპაი 79).