თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2016, 15:29
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 17822,
კომენტარები: 3
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" 3-0
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა და სრული ჩანაწერი.
გუშინ პრემიერ ლიგის 24-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს "მანჩესტერ იუნაიტედმა" საშინაო არენაზე "სტოკ სიტის" უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე ვან გაალის გუნდმა პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებული საშინაო მატჩების პირველ ნახევარში მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო.

შეხვედრაში მასპინძლები სწრაფადვე დაწინაურდნენ და 23-ე წუთისთვის უკვე 2 ბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ მეტოქეს. მე-14 წუთზე ჯესი ლინგარდმა მოახერხა მეტოქის კარის აღება, ზუსტად 9 წუთში ენტონი მარსიალმა ულამაზესი დარტყმით ანგარიში 2-მდე გაზარდა.

მეორე ტაიმში უპირატესობას კვლავ "წითელი ეშმაკები" ფლობდნენ. 53-ე წუთზე უეინ რუნიმ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და "იუნაიტედის" მაისურით თავისი 244-ე გოლი გაიტანა.

მანჩესტერ იუნაიტედი - სტოკ სიტი 3-0

გოლები: ლინგარდი (14'), მარსიალი (23'), რუნი (53')
გაფრთხილებები: დარმიანი, მარტიალი – აირლანდი
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-24 ტური
თარიღი: სამშაბათი, 2 თებერვალი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: როჯერ ისტი

შემადგენლობები:

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, სმოლინგი, ბლინდი, დარმიანი, ბორთუიკ-ჯექსონი, ფელაინი (ერერა 80'), კერიკი, მატა (პერეირა 88'), ლინგარდი, რუნი, მარსიალი (დეპაი 79).

სტოკი: ბატლანდი, ვოლშაიდი (ბერდსლი 30'), მუნიესა, გ.ჯონსონი, პიტერსი, ველანი, აფელაი, კრკიჩი (აირლანდი 60'), არნაუტოვიჩი, უოლტერსი, კრაუჩი.

მიმოხილვა



პირველი ტაიმი



მეორე ტაიმი

მიმოხილვები, სრული მატჩები
3 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
3 თებერვალი 2016 15:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდი ხანია ნორმალური მატჩი არ გვქონია და რამდენიმე მომენტს ისევ ვნახავ დიდი სიამოვნებით
0
№2
ავტორი: გაბადაძე
3 თებერვალი 2016 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
რა კარგი ვქენი ბუტლენდი როარ დავაყენე გუშინ ფანტაი ლიგაში მეკარედ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№3
ავტორი: Mufc7
3 თებერვალი 2016 23:23
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
შესძლებიათ თურმე კარგად თამაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top