დიახ, მე ბედნიერი მწვრთნელი ვარ. შესანიშნავი კომბინაციების, გადაცემების შემდეგ გატანილი სამი ძალიან კარგი გოლი - აი, ეს არის, რაც მომწონს. მეორე ნახევარში ბურთზე კონტროლი დავამყარეთ, თამაში ჩვენი კარნახით მიდიოდა და მეტოქეს არცერთი მომენტის შექმნის შანსი არ მივეცით, ეს დაუჯერებლად კარგია, რადგან "სტოკმა" მიმდინარე სეზონში ბევრ გუნდს შეუქმნა პრობლემები.
ადრეული გოლის ფაქტორი
მაიკლ კერიკს ვესაუბრე და მან მითხრა, თუ რამხელა განსხვავებაა, როდესაც მატჩის სტარტშივე გაგაქვს გოლი, ეს თავდაჯერებას გმატებს. ვფიქრობ, სწორედ ადრეულმა გოლმა შეცვალა ბევრი რამ. პირველ ნახევარში ორი გოლი გავიტანეთ და ეს იმაზე ბევრად მარტივი მატჩი, გამოვიდა ვიდრე ველოდით.
შესანიშნავი გუნდური გოლი
ყოველთვის მომწონს გუნდური გოლები და მეორე სწორედ ასეთი იყო: დაცვიდან ბურთის ამოტანა, შეტევის წარმართვა, ერთი ფლანგიდან მეორეზე გადასვლა, საჯარიმოში გადაცემა და შემდეგ საუცხოო დარტყმა, ეს მართლაც შესანიშნავი სანახაობა იყო. ასევე ძალიან მომეწონა პირველი გოლიც, ესეც გუნდურთა კატეგორიას მიეკუთვნება - ბორთვიკ-ჯექსონმა თავის დაბადების დღეზე ფლანგიდან ჩააწოდა და ჯესი ლინგარდმა ეს გადაცემა გოლად აქცია. მე ძალიან გახარებული ვარ.
რუნი სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს უახლოვდება
იმედი მაქვს, იგი მალე დაამხობს რეკორდს, რადგან როდესაც მას გააქვს, ვიმარჯვებთ.
გარდამტეხი მომენტი და ბევრი გოლის საწყისი?
შესაძლოა, ამ მატჩმა ბევრი რამ შეცვალოს, მაგრამ არასდროს იცი, რა მოხდება. ასეთი მატჩების ჩატარება მწვრთნელისთვისაც უკეთესია, რადგან მე შემეძლო, სათადარიგოს ნებისმიერი მოთამაშის შეშვება მოედანზე და მათთვის რამდენიმე წუთის მიცემა.
დამღლელი თებერვლის კარგი დასაწყისი
საუცხოო დასაწყისია, თუმცა ვფიქრობ. ზოგადად, 2016 წელიც კარგად დავიწყეთ.
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.