პრემიერ ლიგის 24-ე ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" საშინაო არენაზე "სტოკ სიტის" უმასპინძლა და 3-0 გაანადგურა მეტოქე. შეხვედრის მე-14 წუთზე ბორთუიკ-ჯექსონის გადაცემით ლინგარდმა მოახერხა გოლის გატანა, მანჩესტერელებმა მეორე გოლი 23-ე წუთზე გაიტანეს. "წითელი ეშმაკების"კონტრშეტევას მარსიალის ულამაზესი გოლი მოჰყვა. პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.
შეხვედრაში წერტილი უეინ რუნიმ დასვა, რომელმაც ბრწყინვალე კომბინაცია დააგვირგვინა და "იუნაიტედის" მაისურით თავისი 244-ე გოლი გაიტანა. 24 ტურის შემდეგ ვან გაალის გუნდი მე-5 ადგილს იკავებს და 5 ქულით ჩამოჩება მეოთხეადგილოსან "არსენალს".
სურათები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.