"მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში კიდევ ერთი პოზიტიური ამბავი გარვცელდა, გუნდს მატეო დარმიანი უბრუნდება.
ჰოლანდიელი მწვრთნელის გუნდი დღეს "სტოკ სიტის" დაუპირისპირდება. ვან გაალს გასულ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ "ოლდ ტრაფორდი" სტვენით დაემშვიდობა, თვითონ კი აღნიშნა, რომ არ იცის, როგორ დახვდებიან გულშემატკივრები.
"დერბისთან" მოპოვებული გამარჯვების მიუხედავადაც კი "იუნაიტედი" უდიდესი ზეწოლის ქვეშ იქნება მარკ ჰიუზის გუნდთან შეხვედრაში.
"იუნაიტედს" ტრავმების კრიზი აწუხებს და თამაშს ანტონი ვალენსია, მარკოს როხო, ეშლი იანგი და ლუკ შოუ ვერ ახერხებენ, თუმცა გუნდმა სატრანსფერო ფანჯარაზე არ იაქტიურა და არავინ შეიძინა.
სურათები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.