თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2016, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 16430,
კომენტარები: 6
დიალოგი (ნაწილი II)
თავი VIII
დიალოგი (ნაწილი II)
ჩანაწერები

ჩემთვის მხოლოდ ორი გზა არსებობდა გულშემატკივართა საერთო ბაზასთან ურთიერთობისთვის – პრესა ან მატჩის წინა პროგრამის შენიშვნები. რა თქმა უნდა, კლუბური ვახშმისა თუ სპეციალური ღონისძიების დროს ყოველთვის არსებობს სეზონური აბონიმენტის მფლობელებთან გასაუბრების საშუალება, მაგრამ როგორ მოვექცეთ მათ, ვინც ყოველკვირეულად საშინაო სტადიონის სწრებადობას 75 ათას ადამიანზე ინარჩუნებს, რომ არაფერი ვთქვათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონ გულშემატკივარზე?

პრესისა თუ ტელევიზიის საშუალებით კავშირი ყოველთვის სახიფათოა– გაზეთის გამომცემს/ტელეწამყვანს პირადი ინტერესები აქვს, მათ გამო თავისუფლად შეიძლება სიტყვების ამოვარდნა კონტექსტიდან და გადასხვაფერება. ამის მიუხედავად ვიცოდი, რომ კლუბის ტელეარხის იმედი უნდა მქონოდა და გულშემატკივრებთან ურთიერთობის მეთოდად ჩამეთვალა.

"სენტ–მირენის" სტადიონზე საკლუბო ჟურნალისტი მორიგეობდა ყოველკვირეულად, რომელიც ამავდროულად ადგილობრივ "დეილი ექსპრესში" მუშაობდა. როგორც ნამდვილი "წიგნის ჭია", ჩემს მატჩის წინა საუბარს იწერდა და ალამაზებდა. მის გაზეთს ყოველთვის ვკითხულობდი, რომ დავრწმუნებულიყავი, რამდენად შენარჩუნებული ჰქონდა ჩემი აზრების მნიშვნელოვანი ნიუანსები.

ამან მოქმედება გამოიწვია, ამიტომ, უფრო სერიოზულ "აბერდინში" გადასვლის შემდეგ, მიდგომას არ ვცვლიდი და გულშემატკივრებს უფრო ხმამაღლა და შეპარული ხუმრობით ვთხოვდი გუნდის მხარდაჭერას. ხუმრობა იქით იყოს და ხანდახან "პიტორდიზე" ("აბერდინის" სტადიონი) სასოწარკვეთით ისმოდა კანფეტების მსხვრევის ხმა, ნაცვლად ყვირილისა.

"იუნაიტედში" მხარდამხარ ვშრომობდი დევიდ მიკთან, "მანჩესტერ ივნინგ ნიუსის" რეპორტიორთან. სამუშაოს დასაწყისში ინტერვიუს მიცემისას ვცდილობდი, "მანჩესტერ იუნაიტედის" უდიდეს პოტენციალში დამერწმუნებინა ყველა, რადგან "ოლდ ტრაფორდზე" ჩემი მისვლის დროს შესამჩნევი იყო არა მხოლოდ უკმაყოფილების გრძნობა გამოწვეული გუნდით, რომელიც მაშინდელი პირველი დივიზიონის ქვედა ნაწილში იმყოფებოდა, არამედ კლუბის მფლობელებითაც.

მატჩის წინა პროგრამებში აღვნიშნავდი, რომ გულშემატკივართა ემოციას ვიზიარებდი, ყოველ შემთხვევაში, რაღაც საკითხში მაინც. მაგალითად, ვეთანხმებოდი, რომ ბილეთების ფასები ძალიან გაზრდილი იყო და ჩემი ფიქრები მარტინ ედვარდსსა და მმართველობის სხვა წევრებამდე უნდა მიმეტანა. ასევე ვცდილობდი, სიახლოვე მეგრძნო არა მარტო რიგითი მატჩებისა თუ ბოლო ტრანსფერების შესახებ მოთხრობით, არამედ "იუნაიტედის" მგრძნობიარე ადგილზე შეხებითაც.

კლუბის ყოფილ ფეხბურთელებს, რომლებიც გარდაიცვალნენ, ერთი მეორის მიყოლებით ვაქებდი, ან კიდევ მეგობრებს, მაგალითად, დუგლას სმიტს, რომელმაც დაარსა "დრამჩაპელი", ერთ–ერთი პირველი სამოყვარულო კლუბი ჩემს კარიერაში, (სახელი გლაზოგს ამავე სახელწოდების მქონე რაიონის საპატივცემულოდ დაერქვა) ან შონ ფელონს ("სელტიკის" სამწვრთნელო შტაბის ყოფილ წევრს). ხალხს არ სურს ჩვეული ბოდვის მოსმენა. ყოველთვის რაღაც ახალი, მოულოდნელი უნდა ეძიო.

აბერდინში ცხოვრებისას დავწერე ჩემი პირველი წიგნი – შუქი ჩრდილოეთით. ეს მხოლოდ დამატებითი შემოსავლის მისაღებად გავაკეთე, თავად წიგნი კი კლუბში ჩემს ყოფნას აღწერდა და 1985 წელს ლიგის მოგების საფუძველზე დაიწერა. პირველი წიგნი, რომელსაც მართლაც დიდი ყურადღება მივაქციე, იყო "ჩემი ცხოვრების მართვა". ის 1999 წელს "იუნაიტედის" მიერ ტრებლის მოგების შემდეგ გამოიცა. ჰიუ მაკილვანისთან ვთანამშრომლობდი, რამაც მხრებიდან ტვირთი მომხსნა.

დიალოგი (ნაწილი II)


ამ პერიოდში არცთუ გადატვირთული ცხოვრება მქონდა და თავისუფალ დროს ჩემი აზრებისა და მოგონებების ქაღალდზე გადატანაში ვხარჯავდი. ბოლოს, ჰიუს 200 000 სიტყვა და შენიშვნა მივეცი რამდენიმე ქაღალდის ფურცელზე. ჰიუმ ყველაფერი დააკოპლექტა და პროზა შეკრა. ბევრჯერ ვისიამოვნე გონებაში ჩემი ბავშვობის მოგონებების გატარებით და ანტურაჟს ვაძლევდი იმ ეპოქას, რომელშიც გავიზარდე.

ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები ჩემი მოკლე წერილები და შენიშვნები გამოვიდა, რომელთაც ჩვენს ოფისში სავსე კორესპონდენციის საპასუხოდ ვწერდი. გახსოვდეთ, რომ ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილი გავატარე დროში, რომელშიც არ იყო ელექტრონული ფოსტა და პირად კორესპონდენციაზე პასუხის გაცემა ბარათებისა თუ წერილების სახით მიხდებოდა.

"იუნაიტედში" ლიდერად ყოფნისას, ჩემს ვალდებულებად ვთვლიდი წერილებზე პასუხის გაცემისას ჩემი თანაგრძნობა, მილოცვა ან რჩევისთვის მადლობა გამომეხატა, იმაზე დამოკიდებულებით, თუ როგორი ტიპის გზავნილი იყო. ყოვეწლიურად თითქმის 2000 საშობაო მილოცვას ვწერდი. ზოგიერთები მეკითხებოდნენ – ხომ არ აჯობებდა ეს ფული ქველმოქმედებას მოხმარებოდა? სწორი შენიშვნაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხალხმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რას ვფიქრობ მათზე. ამავე მიზეზით მეც მომწონს საშობაო მილოცვების მიღება.

ჟურნალისტები

ძალიან ცოტა სფეროა ისეთი, რომელშიც სხვა მწვრთნელებზე მეტი ზეწოლა მხვდებოდა, მაგრამ პრესასთან ურთიერთობა მათ რიცხვშია. ალბათ, მხოლოდ მსოფლიო ლიდერები გამოდიან კამერებისა და მიკროფონების წინაშე უფრო ხშირად, ვიდრე ტოპ–კლუბების მწვრთნელები. სასაცილო სანახავია პოლიტიკოსი, რომელიც მხარდაჭერისთვის სასოწარკვეთით იბრძვის საეთერო საათებისთვის.

მე, პირიქით, ჟურნალისტებს გაქრობას ვაიძულებდი, რომ საკუთარ თავთან მარტო დავრჩენილიყავი და სამუშოზე მეფიქრა. თუკი "იუნაიტედი" მატჩს მოიგებდა, გაზეთების ბოლო გვერდზე ხვდებოდა, თუ აგებდა– პირველზე.

შოტლანდიაში უფრო ადვილი იყო პრესასთან გამკლავება. "ისტ სტირლინგშირის" მწვრთნელობისას 1974 წელს, მხოლოდ "ფალკირკ ჰერალდელ" ახალგაზრდებთან ლაპარაკი მევალებოდა, რომლის ტირაჟი 40 000 ეკზემპლარს შეიცავდა. "აბერდინის" სტადიონს პრესკონფერენციის ოთახი არ ჰქონდა. მატჩის შემდგომი ინტერვიუებისთვის სტადიონ "პიტორდის" ფოიეს ვიყენებდი.

"მანჩესტერ იუნაიტედში" ყველაფერი პირიქით იყო, კლუბი ადგილობრივი და ეროვნული გაზეთების. ტელევიზიებისა და რადიოჟურნალისტების სამიზნე ხდებოდა და ბოლო ათწლეულში- ინტერნეტ–ბლოგერებისაც, რომლებიც აუცილებლად დადიოდნენ პრესკონფერენციაზე. ხანდახან, მნიშვნელოვანი მატჩების წინ არსაიდან ჩნდებოდნენ საერთაშორისო ჟურნალისტები და ათობით მილიონ ადამიანს უმალ აწვდიდნენ ინფორმაციას.

"ოლდ ტრაფორდზე" თავიანთი კამერები, მიკროფონები და დიკტოფონები ჰქონდათ ტრიბუნებს ქვედა განყოფილებაში. ზოგიერთი მათგანი თავისი ვებ–გვერდისთვის, ტელეარხების, რადიოსადგურებისა და ჟურნალებისთვის ნებისმიერ ინფორმაციას იღებს. ყოველი მატჩის შემდეგ სამ თუ ოთხ სატელევიზიო ინტერვიუს ვიძლეოდი.

"იუნაიტედში" მუშაობის ბოლო წლებში პრესკონფერენციაზე ნათქვამი ჩემი სიტყვები (ხანდახან კი ვიდეო, რომელსაც საიდუმლოდ მიღებდნენ მობილური ტელეფონით) სწრაფად ვრცელდებოდა გაზეთებსა და ჟურნალებში, "სქაი სპორტს ნიუსში" კი აურაცხელი რაოდენობის ბლოგები და მობილური აპლიკაციები. აი ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ გარდაქმნის ტექნოლოგია ფეხბურთს. 1995 წელს "კრისტალ პალასთან" მატჩში ერიკ კანტონას ცნობილმა "კუნტ–ფუ" დარტყმამ "იუთუბზე" 2 მილიონი ნახვა დააგროვა. ეს დარტყმა დაახლოებით 20 წლის წინ მოხდა, როცა ბევრი გულშემატკივარი ჯერ არც კი დაბადებულიყო, თვით "იუთუბი" კი მხოლოდ 10 წლის შემდეგ გაჩნდა.

დიალოგი (ნაწილი II)


დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ პრესა პოპულიზმის მიმდევარია, რეიტინგის ამაღლების საშუალებას ეძებს და ისეთ რამეებსაც წერს, რასაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. გაცილებით იოლია აუდიტორიის ყურადღების მიქცევა, თუკი ხალხში გავრცელებულ თემაზე თამაშობ. პრესა დიდ დროს არ დახარჯავს სამუშაოდან გაგდებულ მექანიკოსზე ან ქოლ–ცენტრიდან კრიზისის გამო გაძევებული ბიჭის შესახებ მასალის მოპოვებაში. ეს არაფერს ნიშნავს ფართო პუბლიკისთვის, ფეხბურთი კი ნიშნავს.

როცა "რეინჯერსში" გადავედი, მაშინდელი მწვრთნელი, სკოტ საიმონი, პრესას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. დღის განმავლობაში ერთ წამსაც არ უთმობდა მათ. ერთხელ "რეინჯერსი" როტერდამის "სპარტას" ეთამაშებოდა ევროპის ჩემპიონთა თასზე და მატჩის წინ საშინელი ნისლი ჩამოწვა. ჟურნალისტმა სკოტს დაურეკა და ჰკითხა, შედგებოდა თუ არა მატჩი, მან კი უპასუხა: "უკომენტაროდ". წარმოიდგინეთ, დღეს რომ ასე ეპასუხა ვინმეს.

რონ ატკინსონს, "იუნაიტედში" ჩემს წინამორბედს, სხვა მიდგომა ჰქონდა. მეჩვენებოდა, რომ პრესას წელიწადში 365 დღე ეკონტაქტებოდა, სატელეფონო ზარებს კვირაობითაც კი პასუხობდა. რონი პრესას ვარჯიშების დროს ფეხბურთელებთანაც კი უშვებდა. ღია და მეგობრებული ადამიანი იყო, პრესასთან ურთიერთობა მოსწონდა. მაგრამ ეს ჩემი სტილი არ არის. პირველ ყოვლისა, არ ვიცი, რაზე უნდა მესაუბრა პრესასთან ყოველ ღვთიურ დღეს. რა თქმა უნდა, შემეძლო მელაპარაკა ამინდზე ან ღვინოზე, რომელიც გუშინ დავლიე, მაგრამ ყველა სასაუბრო თემას მაშინვე მოსვპობდი, განსაკუთრებით "იუნაიტედის" შესახებ.

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მსურდა პრესასთან ურთიერთობა– მაიძულებდნენ სულელურ შეკითხვებზე გამეცა პასუხი, რათა რაღაც ისე ვერ მეთქვა და მერე ამისგან ისტორიები აეგორებინათ. ჟურნალისტებთან ყოველდღიური ურთიერთობა მაშინვე შევწყვიტე და მხოლოდ მატჩის წინა და მომდევნო პრესკონფერენცია დავტოვე. შედეგად, ჟურნალისტები აღარ მოდიოდნენ და ფეხბურთელებთან გასაუბრებას ამჯობინებდნენ. ერთხელ, 2000 წლის დასაწყისში "ტოტენჰემთან" თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე მივდიოდი, როცა დავინახე, როგორ აკავებდნენ ჟურნალისტები ფეხბურთელებს გვირაბში. დროის ფუჭი ხარჯვა იყო.

პრესასთან შეხვედრა სხვადასხვა ფორმით ტარდება, მთავარი კონტროლია. ადრე გადაღებული ვიდეოებითა თუ პრეს–რელიზებით ადვილია სიტუაციის კონტროლი– შეგიძლია ნებისმიერი კადრი ან სიტყვა ამოჭრა ან შეცვალო. პრესკონფერენციაზე, ან სადმე აეროპორტში კონტროლის შენარჩუნება უფრო რთულია. ჟურნალისტები თქვენს ნებისმიერ შეცდომას ელოდებიან, თქვენს მიმიკას აკვირდებიან, იჭერენ მომენტს, როცა ტუჩი აგითრთოლდათ ან სახის გამომეტყველება შეგეცვალათ.

ჩრდილოეთ კორეის ან კუბის მთავრობას შეუძლია პრესა კლანჭებში მოიქციოს, მაგრამ ინგლისში ეს შეუძლებელია.

ჯონ სტენმა, "სელტიკისა" და შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელმა თავისებური მეთოდი შეიმუშავა. იცნობდა თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც "სელტიკს" აშუქებდა. იცოდა მათი ყველა სისუსტე, ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლელები ან აზარტული თამაშები, ნაკლოვანებები და სისუსტეები. იგი იცნობდა მათ, ისინი კი იცნობდნენ მას. დარწმუნებული ვარ, ორჯერ უფიქრდებოდნენ, სანამ ჯოკის შესახებ რამეს დაწერდნენ.

დიალოგი (ნაწილი II)

სერ ალექს ფერგიუსონი შოტლანდიის ნაკრებში ჯოკ სტეინის ასისტენტობისას


თუმცა "იუნაიტედის" გამშუქებელ რამდენიმე ჟურნალისტთან მეგობრულ ურთიერთობას ვაყალიბებდი- გლენ გიბსონთან, ბობ კესთან და ჰიუ მაკილვანისთან (ზოგიერთს ვენდე), მაგრამ ისე ადვილად მაინც ვერ ვუმკლავდები პრესას, როგორც ჯოკი. რეპორტიორები კანში მიძვრებოდნენ, საპასუხოდ კი გამუდმებით ვშიშობდი, რომ რომელიმე მათგანი ჩემზე წერდა. ჟურნალისტები ყველაფერს რედაქტორებს აბრალებენ, მაგრამ თუკი შეთქმულების მსხვერპლი ხდები, ეს უმნიშვნელოა.

პრესას ყოველთვის ჩემი პირობებით ვესაუბრებოდი და ყოველნაირად ვცდილობდი მათი გზავნილისთვის თვალის დევნებას. ამაში ზოგიერთი კითხვისთვის თავის არიდებაც შედიოდა. თუ პრესა ტრავმებისა თუ შაბათის შეხვედრაში გამოყვანილი შემადგენლობის შესახებ მეკითხებოდა, თემას ვცვლიდი, ან, თუ ცუდ ხასიათზე ვიყავი, ვეუბნებოდი, რომ ეს მათი საქმე არ იყო. პრესკონფერენციების განმგებელი ჟურნალისტები კი არა, მე ვიყავი.

უნდა გახსოვდეს, რომ ხანდახან რეპორტიორი სხვის კითხვას გისვამს. სასაუბრო თემას ხშირად სხვები აძლევენ. ჟურნალისტებს გავლენიან საფეხბურთო აგენტებთან აქვთ კავშირი. იმ მინიმალურ ინფორმაციას ეყრდნობიან, რომელსაც აგენტები თავიანთი კლიენტებისგან იღებენ. ასე რომ, თუ აგენტს რომელიმე თავის კლიენტზე "შეთავაზებათა ტალღის" გამოწვევა სურდა, მეგობარ ჟურნალისტს ამ ფეხბურთელის მიმართ ჩემი ინტერესის შესახებ კითხვის დასმას სთხოვდა.

როცა ჟურნალისტები ან ძლევამოსილი აგენტები ბოროტად სარგებლობდნენ უფლებით, მათ კლუბიდან ვკვეთდი. მათი ადგილის დაკავება ბევრს სურს. BBC–სთან კამათის შემდეგ შვიდი წლის განმავლობაში არ მივდიოდი მათ შოუში და არ ვესაუბრებოდი მათ ჟურნალისტებს. ზოგიერთ რეპორტიორს უკიდურესობამდე მივყავდი. "იუნაიტედში" გატარებული წლების განმავლობაში ნებართვა 20 ჟურნალისტს ჩამოვართვი, რომლებიც სხვადასხვა ისტორიებს იგონებდნენ. მათ შემოშვებას არ ვაპირებდი– მხოლოდ ჩადენილის გამოსწორების შანსს ვაძლევდი, ხოლო თუ უარს იტყოდნენ– კარი მუდამ ღია იყო.

გლენ გიბსონი, შოტლანდიელი ჟურნალისტი, რომელიც გლაზგოს იმავე რაიონში გაიზარდა, სადაც მამაჩემი, რამდენიმეჯერ გავაძევე პრესკონფერენციიდან. ამის მიუხედავად, ჩემი მეგობარი გახდა, რომელსაც ვენდობოდი.

გლენი ყოველთვის ჩემს გრძნობებზე თამაშობდა და მეუბნებოდა: "მამაშენი რას იფიქრებს? კაუკდენსელ (გლაზგოს რაიონი) ბიჭს გასაუბრებაზე მოსვლას უკრძალავ". ხანდახან "იუნაიტედის" ტელევიზიაშიც კი დამცინოდა. ზოგჯერ ვისვენებდი და ტელევიზიას ერთი–ორი კვირა არ ვაძლევდი ინტერვიუს.

რთულია ემოციების კონტროლი, როცა ცუდი პერიოდი გაქვს ან ფეხბურთელმა ჩაიდინა სულელური საქციელი, რომელმაც მთელი გუნდი შეარცხვინა. გონებაში ჩაბეჭდილი მქონდა აზრი იმის შესახებ, რომ ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ჩემი სხეულის ენას ისეთივე ყურადღებას აქცევდნენ, როგორსაც ჩემს სიტყვებს. პოლ დოჰერტიმ, "გრანადა ტელევიჟენის" სპორტულმა მმართველმა მირჩია, რომ პრესკონფერენციებამდე პირი დამებანა, რათა ცოცხლად გამოვიყურებოდე, სახეზე კი დაძაბულობის ნასახი არ ყოფილიყო.

მეუბნებოდა, რომ აღელვებული ვჩანდი და ასეთი რჩევა მომცა: "დაე შენს სახეზე ემოციები არ იყოს. თუ სიკდვილივით მშვიდი იქნები, ეს მათ გაანადგურებს. ყველა სისუსტეს ეძებს". მისი რჩევა გავითვალისწინე, მაგრამ სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე გასაკეთებლად. გავოცდი, როცა ჯორჯ ბუშ–უმრცროსმა არავითარი ემოცია არ გამოავლინა, როცა სკოლის მოსწავლეების წინაშე იჯდა და 11 სექტემბრის ტერორიზმის შესახებ შეატყობინეს. არა მგონია, მეც შემეკავებინა თავი.

მიუხედავად მცდელობისა, ჩემი ემოციები და სხეულის ენა ვითარებიდან გამომდინარე იცვლებოდა. თუ ყველაფერი ურიგოდ იყო, ძალიან მიჭირდა ტუჩების მოკუმვა, ან პირიქით – მოწინაღმდეგის განადგურებისას თავს ვერ ვიკავებდი თვიკმაყოფილებისგან. ყოველთვის მახსოვდა კიდევ ერთი რჩევა, რომელიც პოლ დოჰერტიმ მომცა: "ყოველი პრესკონფერენციის შემდეგ დაუზიანებელი გამოდი".

ერთხელ იმდენად იმედგაცრუებული ვიყავი, რომ პრესასთან შეხვედრაზე უარი ვთქვი, თორემ მსაჯსა და მის ასისტენტებზე რაღაცას წამოვროშავდი და მერე საფეხბურთო ჩინოვნიკებთან უსიამოვნება შემექმნებოდა. როცა "იუნაიტედი" 2013 წლის მარტში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "რეალთან" საპასუხო მატჩში დამარცხდა და ამის მიზეზი ჯიუნეით შაქირის მიერ ნანისთვის ნაჩვენები წითელი ბარათი იყო დარღვევისთვის, რომელიც არც კი შეუმჩნევია, ჭკუიდან შევიშალე.

დიალოგი (ნაწილი II)


ვიცოდი, რომ კონფერენციის ოთახში ჟურნალისტები წითელნაჭრებიანი მატადორებივით მელოდნენ და მათთან შეხვედრა არ გავრისკე. ამის ნაცვლად ეპიზოდის განსახილველად მაიკ ფელაინი შევგზავნე. ვიცოდი, რომ საკუთარ წესს ვარღვევდი და დიდ შეცდომას დავუშვებდი, თუკი ზოგიერთ შეკითხვას სწორად ვუპასუხებდი.

მე, ალბათ, გამიმართლა, რომ ჩემი კარიერის უმეტეს ნაწილში სოცქსელები არ არსებობდა. "იუნაიტედის" აქტივობას ფეისბუქის, თვითერისა თუ ინსტაგრამის საშუალებით უფრო მეტი გულშემატკივარი ადევნებს თვალს, ვიდრე "სანის" ან "დეილი მირორის". სანაძლეოს ვდებ, რომ მალე ახალგაზრდა მწვრთნელები მსხვილ გაზეთებს თავს აარიდებენ, ოფიციალურ პრესკოფერენციებს გამოტოვებენ და გულშემატკივარს პირდაპირ გაეუსაბრებიან. ამბობენ, სქელკანიანი უნდა იყო, რომ თვითერზე შეურაცხყოფა აიტანო, მაგრამ, უცენზურო გამოთქმების გარდა ეს პროცესი არაფრით განსხვავდება გაზეთებისა და თუ ტელევიზიის წარმომადგენლებთან საუბრებისგან.

ყოველ შემთხვევაში, სოცქსელებში შეგიძლია აკონტროლი შეტყობინებები, რომელსაც მაყურებელს უგზავნი, შეგიძლია უპასუხო შეკითხვებს პირდაპირ, თუმცა ამას ხანდახან მოულოდნელი და ძლიერი საპასუხო რეაქცია მოსდევს. მიუხედავად იმისა, რომ წაგებული მატჩის შემდეგ ბევრი ჟურნალისტის შეკითხვას ვტოვებდი უპასუხოდ, საკუთარ თავზე უფრო ვბრაზობდი, ვიდრე ჟურნალისტებზე. რეპორტიორებს უბრალოდ შეეძლოთ გრაფა შეევსოთ და პაბში წასულიყვნენ. მე კი უნდა გამომერკვია, რატომ წავაგეთ და პრობლემა გამომესწორებინა.

პენსიაში გასვლის შემდეგ სხვა მწვრთნელების პრესკონფერენციებს ხშირად ვუსმენ. მიყვარს ეს საქმე, მე ხომ მათი დახმარების საშუალება მეძლევა. ყოველთვის ვურეკავ ვინმეს რჩევის მისაცემად. გასულ სეზონში, როცა "ლესტერი" პრემიერ ლიგის ფსკერზე გაიჭედა, მათ მწვრთნელს, ნაიჯელ პირსონს დავურეკე და ვუთხარი, რომ ძალიან თავდაჯერებულად და მოდუნებულად გამოიყურება. ვურჩიე, უფრო შეწუხებული სახე მიეღო, მაგრამ ამასთან ერთად სისუსტე არ გამოევლინა.

და, პირიქით, შონ დაიჩს დავურეკე, რომლის "ბარნლიმ" რთული სეზონი გადაიტანა და მის მანერას დავუჭირე მხარი. შონი ხშირად ხუმრობდა პრესკოფერენციებზე, იმეორებდა, რომ მისი გუნდი ბევრს შრომობდა და მიუხედავად "ბარნლის" პოზიციისა, თვითრწმენას ასხივებდა.

გასულ სეზონში საკუთარ თავზე კიდევ ერთი პასუხისმგებლობა ავიღე და ალან პარდიუს მივეცი რჩევა, რომელიც არ უთხოვია, როცა "ნიუკასლიდან" "კრისტალ პალასში" გადავიდა. მე ვუთხარი: "რა მოგივიდა? აღარ ჩხუბობ. დანებდი და ყველაფერი მიატოვე. თუ შენი ადგილის შენარჩუნება გსურს, ალან პარდიუდ დარჩი". რამდენიმე კვირის შემდეგ დამირეკა და მითხრა: "გმადლობ". მისთვის აუცილებელი იყო ამის გაკეთება. ვიცი, რამდენად რთული სამუშაოა.

ყოველთვის მიხარია ჩემი კოლეგების დახმარება.

წყარო: theatreofdreams
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 თებერვალი 2016 20:41
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სავარაუდოდ, ამ თავით წიგნი სრულდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
4 თებერვალი 2016 21:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რეპორტიორებს უბრალოდ შეეძლოთ გრაფა შეევსოთ და პაბში წასულიყვნენ. მე კი უნდა გამომერკვია, რატომ წავაგეთ და პრობლემა გამომესწორებინა


ვან გაალიც ბლოკნოტში ეძებს ხოლმე რა შეეშალა, რატო ვერ შეავსო კროსვორდი ბოლომდე, არკვევს რა შეცდომა დაუშვა

ნანის გაგდების დროს რო გაჭედა ეგრე არასდროს გაბრაზებულა მგონი, ყველაზე უსამართლო ბარათი იყო
0
№3
ავტორი: Mufc7
5 თებერვალი 2016 01:02
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მიუხედავად მცდელობისა, ჩემი ემოციები და სხეულის ენა ვითარებიდან გამომდინარე იცვლებოდა. თუ ყველაფერი ურიგოდ იყო, ძალიან მიჭირდა ტუჩების მოკუმვა, ან პირიქით – მოწინაღმდეგის განადგურებისას თავს ვერ ვიკავებდი თვიკმაყოფილებისგან.

როგორ მენატრება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: AkkRed
5 თებერვალი 2016 14:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo

იმედია ხუმრობ
0
№5
ავტორი: BAD_MONKEY
22 მარტი 2016 21:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
ალბათ ეს ბოლო ნაწილია
0
№6
ავტორი: Benny
21 ივნისი 2016 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
მსოფლიოში საუკეთესოა ♥
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top