"დერბიმ" პარასკევს "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" სასარგებლო სტილში ითამაშა. ჩემპიონშიპის გუნდი დაცვაში დადგა და მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს პატივი სცა, ნაცვლად იმისა, რომ ეთამაშა თავისი კლუბის ფეხბურთელების საწინააღმდეგოდ, რომლებიც კარგად ვერ მოქმედებდნენ. "დერბიმ" ზედმეტი პატივისცემა გამოავლინა "იუნაიტედის" მიმართ.
როცა "იუნაიტედს" ეთამაშები, კარგ განწყობაზე უნდა იყო, "სტოკმა" კი უცებ რამდენიმე მარცხი განიცადა. ლიგის და ინგლისის თასებიდან გავარდნა მათთვის უდიდესი დარტყმა იქნება. ახლა "ოლდ ტრაფორდზე" ჩადიან და ფიქრობენ, რომ სეზონი მათთვის დასრულებულია.
"სტოკმა" რამდენიმე დიდებული მატჩი ჩაატარა წელს და ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი ხელიდან გამოეცალათ. ნამდვილად არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვგრძნობ, რომ "იუნაიტედი" ამ თამაშს მოიგებს. "სტოკს" ცუდი კვირა ჰქონდა და ასე გაგრძელდება "ოლდ ტრაფორდზეც". ჩემი პროგნოზია 2–1 და რუნი პირველ გოლს გაიტანს".