თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2016, 15:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2426,
კომენტარები: 7
მარსიალი: "ძუნწი ფორვარდი არ ვარ"
ენტონი მარსიალის კომენტარი თავისი სათამაშო სტილის შესახებ.
მარსიალი:
ენტონი მარსიალმა აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებისთვის საგოლე გადაცემების გადაწოდება ისეთივე სიამოვნებას ანიჭებს, როგორსაც გოლის გატანა.

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი კლუბში ცენტრალური ფორვარდის ამპლუაში მოვიდა, გოლი კი სადებიუტო შეხვედრაში "ლივერპულის" წინააღმდეგ გაიტანა, რასაც შემდეგ "საუთჰემპტონთან" დუბლი მოჰყვა. ფლანგზე გადაყვანის შემდეგ მან თავისი თამაშის მეორე მხარე აჩვენა და "წითლების" მაისურით პირველად გააკეთა ორი საგოლე პასი ერთ მატჩში "დერბის" წინააღმდეგ.

მარსიალი თავის პირველ სეზონს წარმატებით ატარებს და აცხადებს, რომ ინგლისური ფეხბურთის შესახებ დადებითი აზრი გასულ სეზონშიც ჰქონდა.

"ყოველთვის მადარებდნენ ალტრუისტურ (სხვის კეთილდღეობაზე მზრუნველი) ადამიანს. ამას ხშირად მეუბნებოდნენ. ასე რომ, გოლის გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. საბოლოოდ ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ბევრი შრომა და გაუმჯობესება, რათა გუნდს ტიტულების მოგებაში და ჩემპიონატის ცხრილის მწვერველაზე დაბრუნებაში დავეხმარო. რამდენიმე გუნდია, რომელთა წინააღმდეგ გოლის გატანა მინდა, მაგრამ ჯერ არ გაგიმხელთ.

ყოველდღე ნიჭიერ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშით ვუმჯობესდები. განსაკუთრებით უეინ რუნისთან ერთად, მისგან ბევრს ვსწავლობ. რუნი ჩემი შთაგონების წყაროა, ასე რომ, მეც შემიძლია გავხდე დიდი ფეხბურთელი".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 თებერვალი 2016 15:35
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჯერ მაგის თქმის საფუძველი არ გვქონია. უბრალოდ ხშირად ჩანს ხოლმე, რომ პასი უკეთესი გაგრძელებაა ეპიზოდის, ვიდრე დრიბლინგი ან დარტყმა და ამას ვერ ამჩნევს. ეს სიძუნწესთან არაფერ კავშირშია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: t123123
2 თებერვალი 2016 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
რეალს ან ბარსას უნდა რომ გაუტანოს ალბატ 3d_4
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
2 თებერვალი 2016 15:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
არაფერი დაეწუნება! არის მომენტები სადაც ცოტა ზედმეტს იღებს საკუთარ თავზე, მაგრამ ამასაც აქვს გამართლება. როცა 11 კაციდან 9ს არაფერი გამოსდის, ვიღაცამ ხო უნდა ითაოს შეტევაში წასვლა და გამწვავება.
0
№4
ავტორი: AkkRed
2 თებერვალი 2016 16:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ძუნწი არა, მაგრამ გამოუცდელია ჯერ და მაგიტომ ეპარება მომენტები თუ როდის იქნება უკეთესი პასის მიცემა და როდის ინდივიდუალურად გაგრძელება.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
2 თებერვალი 2016 17:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნი ჩემი შთაგონების წყაროა, ასე რომ, მეც შემიძლია გავხდე დიდი ფეხბურთელი


winked
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 თებერვალი 2016 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვის ვის, მაგრამ აი მარსიალთან მართლა არაფერი გვაქვს სასაყვედურო. იყო მომენეტები რა თქმა უნდა, როცა პასის გაკეთება უფრო კარგი გაგრძელება იქნებოდა ვიდრე მისი დრიბლინგი, მაგრამ ეს არაფერი არაა საერთოდ. დაიხვეწება და ბევრად უფრო მაგარი ფეხბურთელი იქნება, ვიდრე ეხლაა.
0
№7
ავტორი: გაბადაძე
2 თებერვალი 2016 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
შენი იმედი მაქვს დღეს და მგონია რო გაიტან,და პატარა ქულებს წამამატე ფანტაზილიგაში wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top