თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2016, 15:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3836,
კომენტარები: 24
ვუდვორდმა გადაწყვეტილება მიიღო
"იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვან გაალის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
ვუდვორდმა გადაწყვეტილება მიიღო
ლუი ვან გაალი სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს.

"დეილი სტარი" იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ჰოლანდიელი სპეციალისტი წარუმატებელი მუშაობის შემდეგ "ოლდ ტრაფორდს" დატოვებს.

წყაროს ცნობით, "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" ჟოზე მოურინიოს გადაბირებას ეცდება, რადგან პეპ გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა.

მოურინიო "ჩელსიდან" დათხოვნის შემდეგ ჯერ კიდევ უმუშევარია და ვან გაალის შემცვლელად მოიაზრება.


64 წლის მწვრთნელს კონტრაქტის მიხედვით ერთი წელი აკავშირებს "იუნაიტედთან", მაგრამ როგორც ცნობილია, შობის შემდეგ მან ხელმძღვანელობას კლუბიდან წასვლა შესთავაზა. თუმცა ედ ვუდვორდმა ვან გაალის შეთავაზება არ მიიღო.

ახლა კი, როცა გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელის რანგში მოგვევლინება, "ოლდ ტრაფორდის" ბოსებს ისეთი მწვრთნელის მიყვანა სურთ, რომელიც პრემიერ ლიგას კარგად იცნობს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
24 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 თებერვალი 2016 15:08
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ალილუია! მოვლენათა განვითარების ყველაზე მარტივად გამოსაცნობი ალბათობაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
2 თებერვალი 2016 15:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია იმედია areyoukiddingme
0
№3
ავტორი: The Special One
2 თებერვალი 2016 15:28
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
როგორც ცნობილია, შობის შემდეგ მან ხელმძღვანელობას კლუბიდან წასვლა შესთავაზა. თუმცა ედ ვუდვორდმა ვან გაალის შეთავაზება არ მიიღო.

ამის არ მჯერა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: t123123
2 თებერვალი 2016 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
წასვლა უნდა კაცს და არ უშვებენ wink
0
№5
ავტორი: Mufc7
2 თებერვალი 2016 15:37
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მგონი, არავისთვის იყო მოულოდნელი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
2 თებერვალი 2016 15:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
RojoDiablo,
შენც გინდა მისი წასვლა თუ მეჩვენება ? : ))
0
№7
ავტორი: AkkRed
2 თებერვალი 2016 16:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ერთი კრახი და არავინ დაელოდება სეზონის ჩამთავრებას ისე გაუშვებენ, ისე უკეთესი იქნება ახლა მოიყვანონ მოუ, რომ ზაფხულს ტრანსფერები დადოს ისეთი როგორიც მას სურს და ზაფხული გამოიყენოს ადაპტაცისსთვის.
0
№8
ავტორი: Giggsy
2 თებერვალი 2016 16:22
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
t123123,
ტრუხა ბაზარი იყო ეგ თქვა კიდევაც ამან რო საიდან იგონებთ ესეთ ცენზურაობებს ჟრუნალისტებოო :Dდდდდდდ wink wink wink

AkkRed,
არამგონია ამას გაუჭირდეს ადაფტაცია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
№9
ავტორი: AkkRed
2 თებერვალი 2016 16:36
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Giggsy,

გუნდთან ვიგულისხმე, ძაან აჯაფსანდალია გუნდში და მაგიტომ მგონია, რომ უკეთესია მთელი ზაფხული დაეთმოს გუნდის შემდეგნაირად გადაწყობას, როგორსაც ახალი მწვრთნელი ისურვებს, უკვე არჩეული ფეხბურთელებით.
0
№10
ავტორი: marcos
2 თებერვალი 2016 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 45
სეზონის დასრულების მერე თუ ბოლოზე ვვიქნებით რაღათ გვინდა ან გვარდიოლა ან მოურინიო..!!!!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top