"მანჩესტერ იუნაიტედს" პეპ გვარდიოლას გადასაბირებლად არავითარი შეთავაზება არ გაუკეთებია და თანაქალაქელი კონკურენტისთვის ხელი არ შეუშლია.
"მანჩესტერ სიტიმ" უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონიდან გუნდს მანუელ პელეგრინი დატოვებს და მის ადგილს მიუნხენის "ბაიერნის" ამჟამინდელი მწვრთნელი დაიკავებს.
"ეტიჰადზე" გაფორმებულ ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება "ბოლო კვირებშია" მიღწეული, მაგრამ ცნობილია, რომ "იუნაიტედი" მოლაპარაკებების დაწყებას რამდენიმე თვეში აპირებდა.
წყარო იტყობინება, რომ "იუნაიტედს" ზაფხულში უნდა ეცადა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელის გადაბირება.
შეგახსენებთ, რომ ლუი ვან გაალს მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით კიდევ ერთი წელი აკავშირებს "მანჩესტერ იუნაიტედთან".