"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მოთამაშე ნიკ პაუელი სეზონის ბოლომდე "ჰალ სიტიში" ითამაშებს.
მუხლის ტრავმის გამო, ფეხბურთელმა ცხრა თვე იუქმა და კლუბს გასული წლის ბოლოს დაბრუნდა. პაუელს დაახლოებით სამი წლის განმავლობაში პირველ გუნდში ნათამაშები არ ჰქონდა, როცა მან "ვოლფსბურგთან" მატჩში ხუან მატა შეცვალა, მომდევნო შეხვედრაში კი "ბარნმოუთთან" მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.
21 წლის ფეხბურთელმა სარეზერვო გუნდთან ერთად რამდენიმე მატჩი მოიგო, მათ შორის ერთ-ერთში, "ლესტერთან", მან დუბლი შეასრულა. კლუბებმა შეთანხმებას სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში მიაღწიეს. ამჟამად, სტივ ბრიუსის კლუბი 56 ქულით ჩემპიონშიპის ლიდერია.
"ხშირი ტრავმების გამო დიდი ხანია არ მითამაშია და მინდა სათამაშო დრო მივიღო. იმედი მაქვს, პრობლემები წარსულში დარჩა, რაც შეიძლება მეტ მატჩს ვითამაშებ და ფეხბურთს დროულად დავუბრუნდები" - განაცხადა პაუელმა.