"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის "ლესტერ სიტისა" და "საუთჰემპტონს" კონკურენცია გაუწიოს მოსკოვის ცსკა-ს თავდამსხმელის, აჰმედ მუსას შესაძენად - იტყობინება "დეილი მირორი".
"მელიები" სატრანსფერო ბაზარზე თავდამსხმელს ეძებენ, რომელსაც ჯეიმი ვარდის კონკურენტად განიხილავენ, გაკეთებული ორი შეთავაზება კი, რომელთაგან უგვიანესი 18.7 მლნ. ფუნტის ღირებულებისა იყო, მოსკოვურმა კლუბმა არ მიიღო.
მუსას კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 22.8 მლნ. ფუნტი უწერია და როგორც ვიცით, იგი ინგლისში გადასვლით არის დაინტერესებული, თუმცა ცსკა-ს 23 წლის ფორვარდის შენარჩუნება სურს.
"იუნაიტედი" და "საუთჰემპტონი" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ტრანსფერის განხორციელებას ეცდებიან.